ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2018


რამდენიმე მინიატურა

***
ღმერთო, ასე რად ხდება სულ -
თქვი, იქნებ მორჩეს ჭირი თქმით:
ვისაც არ ვსურვარ - მე რად მსურს?
და ვისაც ვსურვარ - პირიქით?..


***
დიახ, არ უნდა უკვდებოდეს შვილები დედას!
მაგრამ ეს "ხერხი" რომ არ ჰქონდეს ავ წუთისოფელს,
თვალი ვერასდროს იხილავდა ღვთაებრივ სევდას -
როცა დედები ჰგვანან ჯვართან მტირალ ღმრთისმშობელს...


***
სუფრასთან ეჯდა უკვე კალანდა
და მშვიდობისას სვამდა გურია,
როცა ჭიშკართან მეკვლე დალანდა
და გაეგება ყეფით მურია...


***
რა მშვენიერი დღეა,
ბუნება ეტრფის მაისს.
ყველაფერი რიგზეა,
მაგრამ მარტო ვარ მაინც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები