ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელ-ლი
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2018


მე

ბავშობიდან ასე იყო ..... ყოველთის რაღაც მაკლდა, ყოველთვის რაღაც მაწუხებდა . ალბათ ეს საკუთარ თავთან ბრძოლაძე მეტი იყო. როგორ მინდოდა სადმე მარტო გადავკარგულიყავი , იქ სადაც არავინ და არაფერი შემაწუხებდა ქვეყანაზე. ალბათ, ეს განცდა იყო ის რაც მაფიქრებდა რომ შეიძლებოდა ერთ დღეს მეც მეპოვნა სულის თავისუფლება.
არც სკოლა და არც უნივერსტეტი არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მესუნთქა. თითქოს რაღაც მახრჩობდა, რაღაც მკლავდა და ეგოისტურ ისევ მარტოხელა სამყაროსკენ მასწრაფებდა.
ცხოვრება  ქვევრივით არის , ხო რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს. მე კი ისე მინდოდა სადმე აქედან შორს გადახვეწა, რომ ძალიან  მალე აღმოვჩნდი სრულიად უცნობ გარემოში . უცნობ ქვეყანაში.  ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. მახსოვს , პირველად რომ გავიაზრე რა ხდებოდა ჩემ ს თავს , შიშმა ამიტანა , გახსნილ იატაკზე დაგდებულ ჩანთს რომ დავაკვირდი მივხვდი , რომ ყველაფერი ისე მარტივი არ იქნებოდა , როგორც წარმომედგინა. ერთი საკუთრ თავს შევძახე ‘’ ასე შორს რა ჯანდაბა გინდა მეთქი ‘’ და მალევე რეალობას დავუბრუნდი.  იქვე ყველაზე ახლოს მდგარ კრელოზე ჩამოვჯექი და ფიქრს მივეცი . მალე ჩამეძინა. მეგონა რომ თუ ამ სამყოფელს გავშორდებოდი , სხვაგან ყველაფერი კარგად იქნებოდა, ბედნიერად ვიგრძნობდი თავს და ვიპოვიდი იმას რასაც  ყოველთვის ვეძებდი. ისევ არ გამიმართლა, ყოველი დღე წინაზე უარესი იყო, ახლა უფრო მეტი ტკივილი მებრძოდა , ახლა უფრო მეტი რამ მაწუხებდა . ტირილი კი არა ბღავილი მინდოდა ხოლმე ....... ერთადერთი გამოსავალი გაქცევა მეგონა ... მაგრამ ის უარესი, ბევრად უფრო უარსი აღმოჩნდა..........
  დავრუნდი , შიში , აუტანელი ტკივილი შიგნით  სადღაც სულ შიგნით ისევ მღრღნიდა და თავს არ მანებდებდა.  ვერ ვსუნთქავდი , რაღაც მახსრჩობდა , არა მარტო შინაგანად , არა  ამ ყვეკაფერს გარეგნული ნიშნებიც დაემატა და ხანდახან მეგონა ესაა ვსო ეხლა დავასრულებ ცხოვრებას მეთქი....................
  და მერე ყველაფერი შეიცვალა. მისი ხასიათი , ცხოვრების სტილი, მისი მისწრაფებები და ემოციები საოცრად მათბობდა. შიგნიდან მიშენებდა დანგრეულ, დანაწევრებულ კედლებს. მისი სიტყვები , ღიმილი და ჩახუტება ერთიანად მავიწყდება ამდენწლიან ტკივილს. მას შეეძლო მივეღე ისეთი როგორიც ვიყავი, მას მხოლოდ მას შეეძლო მოესმინა და გაეგო ჩემთვის. ის ყველაზე განსხვავებული იყო. საოცრად მამაცი , დინჯი გაწონასწორებული. მოსიყვარულე და ძალიან თბილი. ჩემი სიტყვბეიც კი არ იყო საჭირო, რომ ყველაფერი ესმოდა , იგებდა იაზრებდა და აღუწერელ ძალას მაძლევდა.  ხანდახან ვერ ვხვდებოდი , მე ასე ძალიან რატომ გამიმართლა მეთქი ? განა ასეთი საოცარი რა გამიკეთებია , რომ მე ის შემხვდათქო ? მას კი ეგონა , რომ ის იყო იღბლიანი , რადგან მე ვყავდი.
    გაგეცინებათ და მან საერთოდ არც კი იცის ამის შესახებ. არ იცის რომ საოცრად მიყვარს, რომ საოცრად ველი ყოველ წუთს , რომ გამოჩნდეს და ჩემი ცხოვრების მთავარ მამოძავებელ ძალად იქცეს.
და იცი რა ცხოვრებავ ? ღირდა , ჩემი ყოველი ცრემლი , დარდი და ვარამი ღირდა , იმისთვის რომ ის , ასეთი საოცარი, კეთილი, მზრუნველი გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში.  მადლობა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები