ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე05
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2018


* * *

გავუყვები სახლისაკენ ნაცნობ ქუჩებს,
თვალს შევავლებ ლამაზ სახლებს აივნიანს,
დავატარებ მოგონებებს სხვისას, თუ ჩემს
კადრებად რომ გონებაში გაივლიან.
აქ ჩავლისას დამყვებოდა სიხარული,
ის და დარდი დღეს ადგილებს გაიცვლიან,
რა იცოდნენ იმ კაცებმა სიყვარულის,
მხოლოდ მაშინ?  ან ახლა კი რა იციან?
დღეს ამ შავ-თეთრ რეალობას გაქცეული
თავს ისევე ფერად სიზმრებს შევაფარებ,
როგორ გინდა კვლავ ისეთი დარჩეს გული,
როცა თავსაც ვეღარავის შეაბრალებ.
გაწვიმდება,  ოცნებების საღამოა,
მომავლისკენ უიმედოდ მიფრინავენ,
ყოველგვარი სინანული ამაოა,
შენი თავის მწუხარებას იზიარებ.
შეცდომები,  ღრმად წარსულში მიქარული
გონებასთან მიბმულ ჯაჭვებს აიხსნიან,
რა იცოდნენ იმ კაცებმა სიყვარული,
მხოლოდ მაშინ? ან ახლა კი რა იციან?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები