მე, დავწერ ანდერძს რომ ვარ თანახმა, მანამდე ვიდრე კიდევ ვიქნები ... ის დარჩენილი წლები თანაბრად, ეპიტაფიის რიცხვის მიხედვით,
გაანაწილო უჩემო წლებზე და აურიო ლექსების დავთარს, დაუწერელი სუფთა ფურცლები, რომ ცხოვრებაში პირველად, მართლა, წავედი შენგან, არდაბრუნებით...
შენ,- გატეხილი ძილის ზარდახშა და ვარსკვლავების "კარამელები"... ამოალაგე ხოლმე ხანდახან, კვლავ შენებური თავდაჯერებით.
იცოდე, ის რაც სიცოცხლედ ღირდა, ერთად განვლილი წლები იქნება... გამომასახლო თუნდაც ფიქრიდან, რომელსაც მაშინ სევდა ერქმევა.
დაუწერელი დოგმის თანახმად ჩემი, შენდამი გრძნობის მიხედვით!- ავბრიალდები ცეცხლად ხელახლა, როცა შენ სადმე ახლოს, იქნები!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ინგლისურად თუ წახვალ კარგია. ინგლისურად თუ წახვალ კარგია.
5. წასვლასაც ძალა და უნარი უნდა, ღირსეულად წასვლას :) 5 და წავიღე ჩემსას :) წასვლასაც ძალა და უნარი უნდა, ღირსეულად წასვლას :) 5 და წავიღე ჩემსას :)
3. აქ ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით შემოვდივარ. სხვა ნაწერები ბევრად მომწონს. ერთი რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რიტმის ისეთი დარღვევაა, რომ მუსიკა არ ირევა. ეგ მაგარია. აქ ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით შემოვდივარ. სხვა ნაწერები ბევრად მომწონს. ერთი რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რიტმის ისეთი დარღვევაა, რომ მუსიკა არ ირევა. ეგ მაგარია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|