ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2018


ჩემი ფოთი

კვლავ ვუკოცნი ფესვებს მიწას ბარაქიანს,
პოეტები ქებას ისევ იტყვიან.
ჩემი ფოთი - სიყვარულის ქალაქია,
ლექს - სიმღერის რითმაა და რიტმია.

კვლავ ვუკოცნი ფესვებს მიწას ბარაქიანს,
მისი ეშხით გული დღემდე მთვრალია.
ჩემი ფოთი - სიყვარულის ალაგია,
საქართველო - დედამიწის თვალია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები