ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2018


მერქვას ბავშვი

ზეცას ირგვლივ ფანტელები ევლებიან,
დასხდებიან პირმცინარე ვარსკვლავებიც.
შავ თეძოზე, თითქო თეთრი ტყემლებია
შავ ღამეში გათეთრებას ვაკვირდები,
ზეცას თეთრი ფანტელები შესევია
ვარსკვლავები, ვით ჩარდახში ოქროები
ისე ელავს, შავ ბუხარში ცეცხლდებიან
და მეც მისი ნაპერწკლებით ვიმოსები.
სალამურის აკვნესება მეხარბება
და ღამეში როიალის სიმთა ჟღერა
ნისლი მთაზე როგორც ბავშვი შუა წვება
და ცელქივით შატალოზე იკარგება.
უჩინარობს პირმცინარე ვარსკვლავებიც
და ტყემლებით იქუფრება უცებ ზეცა
ფანტელების კვირტებივით გაშლას ველი
ვაკვირდები და შევცქერი უბერებლად.
ახლა თითქო ბავშვი ვიყო, მერქვას ბავშვი
ოცნებებიც ბავშვებივით მესახება
პატარების მერცხლებივით სათუთ ხმაში
გამოკრთიან ბანდურების სიმთა ჟღერა.
მერქვას ბავშვი, უბერებლად ცაში ვჭვრეტდე
უბერებელ ცასაც აჩნდეს ფანტელები
ჰგავდეს კვირტებგადაღეღილ და თეთრ ტყემლებს,
ვარსკვლავებიც დამსხდარიყვნენ მცინარენიც.
შავ თეძოზე თითქო თეთრი ტყემლებია
შავ ღამეში ფანტელები ირევიან
და ბუხარში ვარსკვლავები ცეცხლდებიან
ცაში თითქოს ლაღი ოქროს ირმებია.
ახლა თითქო ბავშვი ვიყო, მერქვას ბავშვი
ოცნებებიც ბავშვებივით მესახება
პატარების მერცხლებივით სათუთ ხმაში
გამოკრთიან ბანდურების სიმთა ჟღერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები