ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
21 ივლისი, 2018


იოსიფ ბროდსკი



            ***
ჩემ გვერდით იყო, ძალიან მინდა,
აქვე, ახლავე... ფიქრი გაგანდო,
ამ სავარძელში ჩაეშვა მშვიდად
და ჩემთან ახლოს მოიკალათო.

ავტირდებოდი, შენთვის გამენდო,
დრო რომ უშენოდ ულმობლად მიქრის,
ცრემლს მოვიწმენდდით უერთმანეთოდ
განვლილ დღეებზე დარდით და ფიქრით.

ო, როგორ მინდა, რომ ვიყოთ ერთად,
გავქროლდეთ შორს და უმისამართოდ,
გადავუაროთ მდუმარე ველთა,
მერე კარავი სადმე გავმართოთ.

თუ ჩვენი გზები გადაიკვეთა,
ზღვებში, მინდვრებზე... თუკი გვეღირსა,
ვნახოთ სადგური, შენ იყო ჩემთან,
აღდგეს ოცნება ნამსხვრევებისგან.

რომ იყო ჩემთან და იყო გვერდით,
რომ იყო ჩემთან, ყველაფერს მივცემ,
ვერც კი შევამჩნევ მთვარის ხავერდით
აკაშკაშებულ სხივმფინარ სივრცეს.

წყლის ზედაპირზე გაჩერდეს მთვარე,
მერე აკოცოს წყალს, თუ შეჰკადრებს,
დროც რომ გაჩერდეს, წამით მთვლემარე,
ჩვენს შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე.

ჩვენი სათქმელიც მან გააჟღეროს:
შენ გვერდით ყოფნის ნანატრი წუთი...
მე დედამიწის ნახევარსფეროს
ზღურბლზე ჩამოვჯდე, დავიდგა ლუდი,

ძველი სიმღერის მოტივი ჟღერდეს:
-ზღვა, თოლიები და ლურჯი წყარო, -
ხსოვნა რაღატომ გადასხვაფერდეს,
თუ მაინც უნდა გარდავიცვალოთ.

                    ***
Я хочу, чтобы ты была здесь,
чтобы ты была здесь, как ты есть,
чтобы ты на диван присела
и я мог рядом сесть.
Платок пусть будет твоим,
а слезы — моими,
упиться ими.
Я хочу, чтобы ты была здесь,
чтобы ты была здесь, как ты есть.
Я хочу, чтоб мы сели в машину
и оказались невесть
где, на диком пляже,
все равно, пусть даже
гараже в надежде
исправить, что сломано прежде.
Я хочу, чтобы ты была здесь,
чтобы ты была здесь, как ты есть,
чтобы я позабыл созвездья,
числа коим несть,
чтоб Луна целовалась с водой,
чтобы все еще в этот вечер
оставалось без четверти до
нашей встречи.
Я хочу, чтобы ты была здесь,
в полушарьи, где я могу сесть
а пороге и выпить пива,
желание — не бог весть,
чтобы все вокруг было как в песне:
море, чайки, закат... Знаешь,
смысла нет забывать, если
все равно потом умираешь.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები