 | ავტორი: ლუტეცია ჟანრი: პოეზია 31 ივლისი, 2018 |
დგანან და დგანან ტბებივით, ხანდახან აიმღვრევიან და ეგაა. ეთერ ონიანი.
დამდგარი ტბა ხარ, არასდროს მიცდია - ამემღვრიე, არასდროს მიცდია - დამერღვია შენი მყუდროება, შენი ყოვლად უშფოთველი სამოთხისებრი ბედნიერება.
უარი ვთქვი ევად ყოფნაზე, უარი ვთქვი - შენთვის თავი შემეყვარებინა.
რადგან არასდროს ვყოფილვარ femme fatale, პირიქით... და ყოველ ჯერზე, როდესაც ზურგში ფატალურ ჭრილობას ვგრძნობდი და სიკვდილის წინ უკან მიხედვას ვასწრებდი, ვხედავდი დამდგარ, აუმღვრეველ ტბას... იმდენად მშვიდს, რომ მასში ჩახედვისას ჩემს მაგივრადაც წყალი ჩანდა.
მას შემდეგ, ვინც მთელი გულით მოვიდა , მხოლოდ ნაწილობრივ მივიღე... რადგან ბოლომდე აღარ მჯეროდა, რომ არსებობდა კაცი, რომელიც არ ოცნებობდა, ტბად არეკლილიყო ჩემს თვალებში, მე კი მის თვალებში ჩახედვისას საკუთარი თავი ვერასდროს დამენახა.
კაცი, რომელიც არაფერს მერჩოდა და უბრალოდ ვუყვარდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. როგორც ყოვლეთვის სუსტია :) როგორც ყოვლეთვის სუსტია :)
17. ლამაზი და გულწრფელი ლამაზი და გულწრფელი
16. მადლობა ნიკი <3 მადლობა ნიკი <3
15. საინტერესოა და მომეწონა საინტერესოა და მომეწონა
14. მადლობა კომენტარებისთვის მაკა :* მადლობა კომენტარებისთვის მაკა :*
13. თამ, ყოჩაღ...ძალიან შემეხოოო... ნამდვილია... წარმატებას გისურვებ... და საკუთარი თავის 'მის' თვალებში დანახვას :) <3 სიყვარულით... თამ, ყოჩაღ...ძალიან შემეხოოო... ნამდვილია... წარმატებას გისურვებ... და საკუთარი თავის `მის` თვალებში დანახვას :) <3 სიყვარულით...
12. მადლობა ლ.ოლა :) მადლობა ლ.ოლა :)
10. მადლობა, მოკითხვა ჩემგანაც. <3 მადლობა, მოკითხვა ჩემგანაც. <3
9. "ვხედავდი დამდგარ, აუმღვრეველ ტბას... იმდენად მშვიდს, რომ მასში ჩახედვისას ჩემს მაგივრადაც წყალი ჩანდა." – ეს რა კარგია ))
მოკითხვა და წარმატებები "ვხედავდი დამდგარ, აუმღვრეველ ტბას... იმდენად მშვიდს, რომ მასში ჩახედვისას ჩემს მაგივრადაც წყალი ჩანდა." – ეს რა კარგია ))
მოკითხვა და წარმატებები
8. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
7. მეც მომეწონა. :) მეც მომეწონა. :)
6. კაი ემოციური რამეა. ქალური. კარგი. კაი ემოციური რამეა. ქალური. კარგი.
4. ვხედავდი დამდგარ, აუმღვრეველ ტბას... იმდენად მშვიდს, რომ მასში ჩახედვისას ჩემს მაგივრადაც წყალი ჩანდა....
ვხედავდი დამდგარ, აუმღვრეველ ტბას... იმდენად მშვიდს, რომ მასში ჩახედვისას ჩემს მაგივრადაც წყალი ჩანდა....
2. დიდი მადლობა ^_^ დიდი მადლობა ^_^
1. მომეწონა ეს ტბები მომეწონა ეს ტბები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|