ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2018


მარნისკარული_ზღურბლთან სათქმელი

ესხა ცისკარი და წინანდალი
მთვარის რქაჟრუნი კენკავდა ღამეს
მზეს მადლისწონა ეცვა აბჯარი
ვაზის ნაჟურთან სინჯავდა ღონეს.
დამალევინე ეგ ფერთავთუხი
სურნელის ქაფი მასვი ქვახვრელით
გადამაჩქურე ეგ გემოუხვი
მარცვალწმინდა და ბევრისმნახველი.
სად მყინვარობენ წყარონი მჩქეფე?
სად თავმაგარობს ალაზნის ვაზი?
აქ. ბახუსს მკლავზე მეფეთა მეფეს
ქართული თრობის გავაზი აზის.
მამულ_დედულის ნათალ აკვანში
არ ივიწყება წესი და რიგი
აქ მუხებს გულში და არა კასრში
სიყრმის ტოტივით უზრდიათ იგი.

მყინვარებს ლაჟვარდი შეაფეთქდა_
ცაზე ფერებია ლილიფარა
დილა მიღიმოდა ვერა მეთქი
პირზე საფერავი მიიფარა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები