ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2018


'' ''

რომ გიყვარს და გაუშვებ, იმიტომ რომ მისთვის უკეთესია, ეს ყველაზე დიდი სიყვარული მგონია.
გიჭირდეს და იღიმოდე, იმ იმედით რომ უკეთესად იქნება, ეს ყველაზე ნამდვილი ღიმილი მგონია.
ტიროდე და ცრემლს არ ანახებდე, ეს ყველაზე სუფთა ცრემლი მგონია, რომელიც მის გასავლელ გზას მტვერს ჩამოწმინდავს.
ხვალინდელ დღეს ვერ ხედავდე და წლების იმედი გქონდეს, ეს ყველაზე დიდი დაბრუნება მგონია...

***
შენი ცხოვრების დასასრული არ მოაქვს არც წლებს, არც ჭაღარას, არც წნევის მატებას ან კარდიოლოგიურ პრობლემებს. დასასრული დგება მაშინ, როცა ხედავ თვალებს, რომლებშიც შენ აღარ ხარ. შეიძლება გიყურებენ ისევ სიკეთით სავსენი, მაგრამ შენ იქ აღარ ხარ, დამთავრდი.

ეს თვალები შენი პირადი დასასრულია, წერტილი, რომელსაც ვეღარ გაექცევი.

***
სიყვარული თავისუფლებაშია, არა ზრუნვაში, არა მოკითხვაში, არამედ თავისუფლებაში.მიეცი მას სივრცე, მიეცი სუნთქვის საშუალება და როცა ფილტვებს თავისუფლებით აივსებს, როცა ღმად ამოისუნთქავს და თვალებს გაახელს, ის თვითონ გიპოვის.
ეს უკვე სიყვარულია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები