ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 აგვისტო, 2018


"" "" ""

""
დღემდე აწმყოთი ვცხოვრობდი. სწორედ აწმყომ მომცა ძალა და იმედი... ძალა მოლოდინისთვის, რომელმაც წლებს უნდა გაუძლოს და იმედი, რათა მჯეროდეს იმ მომავლის, რომელიც ბედნიერ აწმყოდ უნდა გადაიქცეს.

"" "
არსებობს თარიღები, რომელიც შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ არ ნერვიულობ, რადგან ვიღაც ყოველთვის გამოჩნდება, ვინც შეგახსენებს,მაგრამ არსებობს თარიღები, რომელსაც ისე ელოდები, კალენდარზე მითითებულ წელს აკვირდები, შემდეგ დღეებს ითვლი და იმ იმედით, რომ თვლაში რაღაც შეგეშალა და უფრო ცოტა დრო დარჩა, დათვლას უკვე მერამდენედ, თავიდან იწყებ. კალენდარს თითის მთელი ძალით დაჭერისგან, დღეების თითის გაყოლებით დათვლის დროს, ფერი ეცრიცება, თითქოს დათვლილი დღეები, უკან მოიტოვე, მაგრამ შენ მაინც ვერ გრძნობ შვებას. იქნებ... იქნებ ერთხელაც გადაითვალო.

"" ""
... ეს ის დილაა, გაღვიძებისას ფანჯარაში ცას რომ ახედავ, მხრებზე სიგრილეს იგრძნობ და იმ წამსვე სასიამოვნო ჟრუანტელი ამ უსიამოვნო სიგრილეს გადაფარავს, შენს მხარზე ჩამოდებული, ახალ გაღვიძებული და თმა აშლილი ნიკაპი, თან დღის სინათლისგან თვალებ მოჭუტული და შუბლ შეკრული, ტუჩების ზარმაცი, ძილ გამოყოლილი მოძრაობით რომ გეკითხება - გაიღვიძე? რას უყურებ? რანაირი ამინდია უფ(ამ დროს მისი ტუჩებიდან გამოვარდნილი ჰაერით შერხეული თმის ყურება, ინტიმურობას კიდეც უფრო მატებს ამ დილას) და ხვდები რომ ეს ძილ გამოყოლილი ბუზღუნი,  შენი გამთლიანების შეხსენებაა და რომ გინდა ეს წამი გაჩერდეს, რადგან დრო ხომ ასე ჩქარია და ვინ იცის ეს ბოლოდან მერამდენე ჟრუანტელი იყო შენი გამთლიანებიდან.

"" "" "
მეგობარო, შენ მეკითხები სიყვარული რა არის?
ჩემი აზრით სიყვარული ყველასთვის თავისებურია, პირველ რიგში არ მჯერა სიტყვებში ჩატეული სიყვარულის. სიყვარულია რასაც ვერცერთი ლექსი, სიმღერა და სადღეგრძელო ვერ დაიტევს.
იცი რა მგონია სიყვარული? ხელს რომ ხელით შეეხები, თვალებში რომ უყურებ და შენ თავს ხედავ, ის კი შენ თვალებში საკუთარ თავს ხედავს და ამ წამით რომ შეგიძლიათ ცხოვრება, აი ეს მგონია სიყვარული.
შენთვის ყველაზე სუფთა ჰაერი, მისგან ამონასუნთქი ჰაერი რომ არის, შენი საყვარელი ფერი, მისი თვალის ფერი და საყვარელი სუნი, მისი თმის სუნი. ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება-მის კანზე შეხება. ყველაზე საინტერესო ამბავი ის რომ გგონია რასაც ყურში ჩურჩულით გეტყვის და მის სახეზე ამოჩემებული საყვარელი ნაოჭებიც რომ გაქვს:ერთი თვალებთან, რომელიც მაშინ ჩნდება როცა იცინის და მეორე შუბლზე, წარბებ შორის, როცა ცდილობს გაიგოს რაზე ფიქრობ.
საყვარელი ბილიკი-მისი ნიკაპიდან მკერდამდე ჩამავალი ყელის ბილიკი და საყვარელი ხმა, რომელიც შენი ამ ბილიკზე სიარულის დროს, ვნება შეპარულს აღმოხდებახოლმე. გამშრალი ტუჩები, რომელსაც შენ უნდა მოუკლა წყურვილი და აი ამ დროს შეერთებული სუნთქვა... ალბათ ეს ის ამოსუნთქვაა, რომელიც სულ ბოლოს ტოვებს ადამიანის სხეულს, რომელიც სულის ნაწილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები