 | ავტორი: დერვიში ჟანრი: იუმორისტული 21 აგვისტო, 2018 |
ქვეყნად უამრავ ადამიანს უარსებია, მიქელანჯელო, სერვანტესი, ეუსებიო... მრავლადაც იყვნენ დუნიაზე გაიძვერები, მზე შუბის ტარზე ძველებურად აიწვერება. იყო ომები, დაზავება, მერე პაქტები, მშვიდობის შიში, გამოცდილი დროში პრაქტიკა. ერთმანეთს ცვლიდნენ ვან დეიკი, დეგა, რეპინი, კლიმტი, შაგალი, შექსპირს მარტომ გავარეპინე უძილობა და ინსომნია, სამი სონეტი, უოლტ დისნეი და პოსტ საბჭოთა სასიმფსონეთი. დარაბებს მიღმა გაზაფხული მშვიდად ჩავრაზე, ცეცხლს შევუკეთე, რაც დავწერე, სრული მარაზმი და მაინც ქვეყნად რამდენ ვინმეს უარსებია, ლუარსაბიო, უესებიო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კართან მოდგა შემოდგომა :) გმადლობთ, ნორაგამი კართან მოდგა შემოდგომა :) გმადლობთ, ნორაგამი
5. იუმორისტულის რა გითხრათ, მაგრამ ძლიერი პოეზიაა . ++ იუმორისტულის რა გითხრათ, მაგრამ ძლიერი პოეზიაა . ++
4. მზე შუბის ტარზე ძველებურად აიწვერება და შემოდგომით უფრო მეტი ლექსი დაიწერება. არა, გიო, ჩვენი დრო მოდის. :-* მზე შუბის ტარზე ძველებურად აიწვერება და შემოდგომით უფრო მეტი ლექსი დაიწერება. არა, გიო, ჩვენი დრო მოდის. :-*
2. :) ნაკლებად იუმორისტულ ჟანრში დავდებდი, მაგრამ არაა :) ნაკლებად იუმორისტულ ჟანრში დავდებდი, მაგრამ არაა
1. ვერ ვიხალისე
ალბათ ჩლუნგი ვარ იუმორში ვერ ვიხალისე
ალბათ ჩლუნგი ვარ იუმორში
|
|
მონაცემები არ არის |
|
|