ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეკარი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2018


***

***

იქ იყო ქარი და იყო ბოდვა,
კვლავ არეული გზა,
და სიყვარული თუ ითქმებოდა,
და არაფერი სხვა.
იყო ხმაური და იყო მსხვრევა,
ცხრად გაყოფილი ხმა,
გემებთან ქარებს მიჰქონდათ მსხვერპლად,
აღელვებული ზღვა.
გადადიოდა თვალიდან თვალში
ცრემლი ქცეული ზღვად,
გაიცინებდა ხანდახან ბავშვი,
მეტი არავინ სხვა.
იქ იყო ქარი და იყო ბოდვა,
ვიწროდ სავალი გზა,
სიკვდილი მხოლოდ თუ ითქმებოდა,
და არაფერი სხვა,
და არაფერი სხვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს