ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2018


ტკბილი ცოდვა

ამ უკუნ ღამეს წყვლი ცრემლი უნდა შევწირო
და ფარულ ვნებას გამოვუტან ჩუმად განაჩენს,
ეს ტკბილი  ცოდვა ღამეული უნდა  შემინდო
და მერე ალბათ მაპატიებ ცოდვებს დანარჩენს.

გადავუქროლებ ღრუბელივით მოლისფერ მინდორს
და გავიხარებ სანამ ღმერთი ქვეყნად დამარჩენს,
გამთენიიდან ელვა ცისკრის თავისკენ მიხმობს
და მალე ცოდვას მადლისაგან ვეღარც გავარჩევ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები