ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2018


X~X~X

გარემოების საყვირებს,
ჰანგი გაუჩნდათ ხმოვანი;
ბედი ვის რას არ აყვირებს?
ბედსაც ყავს თავის მსტოვარი...
დიდიხანია ვიწრთვნები ამაო წუთისოფლის გზას,
ვხვდები რომ წუთისოფელი უფრო მყარად და მარდად დგას!
"წუთია წუთისოფელი"თქვეს და  კვლავ ლელო გაჰქონდათ...
წუთისოფელს კი წუთები ვაზნაჟურივით ათრობდა.
გარემოების საყვირებს,
ჰანგი გაუჩნდათ ხმოვანი,
ბედი რა ბედი ყოფილა,
კართან თუ უდგას მსტოვარი?!..
ბევრი დრო ახლაც არა მაქვს,
არც კი მქონია ოდისმე,
შენ მხოლოდ აღსარებისთვის,
ჰო..სიკვდილამდე მომისწრებ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს