ბედნიერება შიშსა ჰგავს თითქოს, თან გაურბიხარ და თანაც გინდა, სუფთას და წმინდას. როცა სუყველა სახლებში გარბის შენ მარტო რჩები ქუჩაში,წვიმდა... ცუდი ძილისგან ნაწამებ კაცის, ღრუბელი საბანს ახურებს ქალაქს, ის გვეხმარება, უარყოფილი, ჩრდილში გაცვლილი, შეუხედავი, მზისაგან მალავს. აქ ყველაფერი ფარდობითია, ცა ღრუბლებითურთ ან მათ გარეშე მარტოობაც კი მრავლობითია, წვეთებთან ერთად კომპანიონობ, ან ჟონგლიორობ: გუბიდან გუბეს ახტები მარდად, და გგონია რომ მარტო ხარ,მაგრამ ხედავ რომ მოდის უცნობი შენსკენ, ზუსტად იმავე ემოციებით, პროპორციებით, ნაკვთებით, მზერით, მღერის როგორც შენ, ისიც მარტოა და შენთან ერთად... და აი წამი, ორი უცნობი სულის შეხვედრის, არ ესალმები, მხოლოდ ჩურჩულით, ან გაოგნებით, და გამუდმებით, ბუტბუტებ, ამბობ, ყვირი, მშვიდდები, ხვდები: ის შენ ხარ, და რასაც ის ხედავ ისიც შენ! ჩაჰკიდებ ხელს და უცნობ გარემოს ანახებ მშვიდად, ეს ამად ღირდა, ქუჩაში წვიმდა...
16.09.2018 echoes
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დიდი მაადლობა გამიხარდა რომ წაიკითხე დიდი მაადლობა გამიხარდა რომ წაიკითხე
12. სასწაული ინტერპრეტაციაა, სიმღერის ლირიქსის შენეული გაგება და აღქმა :) მე უფრო ვცდილობ დედანთან ახლოს ვიყო, შენი შემოქმედება თარგმანში ლირიკის ჩაქსოვას ემსახურება ისე, რომ ძირეული დედააზრი შეუცვლელი რჩება, ვაფასებ ნაშრომს და გაფასებ როგორც შემოქმედს :))) რა თქმა უნდა, უმაღლესი შეფასება ჩემგან +5 სასწაული ინტერპრეტაციაა, სიმღერის ლირიქსის შენეული გაგება და აღქმა :) მე უფრო ვცდილობ დედანთან ახლოს ვიყო, შენი შემოქმედება თარგმანში ლირიკის ჩაქსოვას ემსახურება ისე, რომ ძირეული დედააზრი შეუცვლელი რჩება, ვაფასებ ნაშრომს და გაფასებ როგორც შემოქმედს :))) რა თქმა უნდა, უმაღლესი შეფასება ჩემგან +5
11. მადლობა სოფო :)) მადლობა სოფო :))
10. მარტოობაც კი მრავლობითიაა... კარგია. მარტოობაც კი მრავლობითიაა... კარგია.
9. ძალიან დიდი მადლობა.. გამახარეთ <3 ძალიან დიდი მადლობა.. გამახარეთ <3
8. ბედნიერება შიშსა ჰგავს თითქოს, ჰგავს, ჰგავს... მომეწონა ბედნიერება შიშსა ჰგავს თითქოს, ჰგავს, ჰგავს... მომეწონა
7. დიდი მადლობა ენ <3 გამახარე ..:)) დიდი მადლობა ენ <3 გამახარე ..:))
6. წერე ფინქი, წერე... სხვა თუ არა, მე ყოველთვის წავიკითხავ და შევაფასებ <3 ვფიქრობ, რომ "კაი ხარ" :)) გუდ ლაქ <3 წერე ფინქი, წერე... სხვა თუ არა, მე ყოველთვის წავიკითხავ და შევაფასებ <3 ვფიქრობ, რომ "კაი ხარ" :)) გუდ ლაქ <3
5. დდიდი მადლობა <3 როგორ გამახარეთ თქვენ ხო არ იცით :))) ვეცდები სულ დავხვეწო და დავხვეწო :)) <3 დდიდი მადლობა <3 როგორ გამახარეთ თქვენ ხო არ იცით :))) ვეცდები სულ დავხვეწო და დავხვეწო :)) <3
4. რაღაცნაირად კარგია. რაღაცნაირად კარგია.
3. -_- მე კიდე გამიხარდა შემიფასეს თქო -_- :)))))))) -_- მე კიდე გამიხარდა შემიფასეს თქო -_- :))))))))
2. თვალსა და ხელს შუა იზრდები :))))) <3 თვალსა და ხელს შუა იზრდები :))))) <3
1. თვალსა და ხელს შუა იზრდები :))))) <3 თვალსა და ხელს შუა იზრდები :))))) <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|