ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
18 სექტემბერი, 2018


Emily Dickinson – Remembrance has a Rear and Front (1182)

ემილი დიკინსონი - ხსოვნას აქვს ზურგიც, ფასადიც (1182)


ხსოვნას აქვს ზურგიც, ფასადიც -
თითქოს სახლია ნაგები,
მას გააჩნია მანსარდიც,
კუთხე ძველმანთა, თაგვების.

მას აქვს უღრმესი სარდაფიც,
რაც გაუთხრიათ როდისმე -
ღრმად ნუ გაქექავ გარდახდილს,
ლანდები არ გამოგიდგნენ!


18 სექტემბერი, 2018 წ.



Emily Dickinson – Remembrance has a Rear and Front (1182)


Remembrance has a Rear and Front —
'Tis something like a House —
It has a Garret also
For Refuse and the Mouse.

Besides the deepest Cellar
That ever Mason laid —
Look to it by its Fathoms
Ourselves be not pursued —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები