 | ავტორი: ჯუპუი ჟანრი: პროზა 23 სექტემბერი, 2018 |
***** -მეგობარო აქ რა გინდა, ამ შუაღამით ნამდვილად არ გელოდი. -როდის მერე დაემატა აკრძალვათა ნუსხას ღამით ეზოში გამოსვლა?! ვერ ვიძინებ... -ჰო აბა რა, აბა რა.. გადაღლილი ხარ. დღე ათასი საქმე და ღამით ათასი საფიქრალი.. -რა სარკაზმია? არ ეკადრება შენს რეპუტაციას. ტოჟე მნე მეგობარი! -არც შენს რეპუტაციას ეკადრება ღამის ორ საათამდე ქუჩა ქუჩა ხეტიალი, მაგრამ ვუძლებთ ბატონო. -მეჩვენება თუ იკბინები?!- ვუთხარი და ცოტა სითბოც გავურიე ხმაში. იმოქმედა.. რა გიკვირს, კიდე კარგად ვარ თქვენს ხელში. კარგი ჰო გვეყოფა, რა არ გაძინებს?! - ჩვენს მეზობლად რომ გიორგი ცხოვრობდა, აი ის მუსიკაზე, რომ დაჰყავდათ ხომ გახსოვს?! -ჰო მერე?! -თავი მოიკლა..უდროოდ მოისწრაფა სიცოცხლე..საცოდავი მისი მშობლები, ნეტა გენახა.. ჯოჯოხეთი იყო.. - საწყენია.. ვწუხვარ.. მიზეზი?! -არ ვიცი რა მიზეზი უნდა ჰქონოდა. არაფერი არ აკლდა, თან ჰყვებოდნენ მშობლები -სწორედაც რომ.. -ვერ გავიგე?! -ვერც გაიგებ, მიუხედავად ჩვენი წლების მეგობრობისა ხშირად არ გვესმის ერთმანეთის. -რის თქმას ცდილობ, ანდა რა შუააშია ეს დიალოგი ამ საზარელ შემთხვევასთან?! -თავშია ჩემო ლევან, სწორედაც რომ თავშია. ,,არაფერი არ აკლდაო" - ეს სიტყვები პირველად არ მესმის და ვფიქრობ არც უკანასკნელად . ბავშვს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნდა და თქვენ კიდევ გაიძახით არაფერი არ აკლდაო. -რეებს ბოდავ?! -მე ვბოდავ?! რათქმაუნდა კი, თქვენი ადამიანური გონება ხომ უტყუარია. დაიბადება და ჯერ იძახით ბავშვიაო, კარგი ნუ ბაღს, სკოლას და საგნებს თქვენ რომ ურჩევთ გასაგებია მაგრამ მერე?! როდესაც აზროვნება შეუძლია? როცა სურვილები გააჩნია? იცი რომ მაგ საცოდავ გიორგის ჭირივით ეზიზღებოდა მუსიკა?! არ იცი, რათქმა უნდა იმიტომ რომ თქვენ მშობლების ბედნიერ სახეს უცქერდით მხოლოდ. ბავშვს ისე უნდოდა ფეხბურთს გაჰყოლოდა, რომ ლამის აცრემლებული გაჰყურებდა ფეხბურთის მოთამაშე თანატოლებს მუსიკალურისაკენ მიმავალი, მაგრამ მშობლებმა ხო უკეთ იციან რა სჯობს მოზარდისთვის. მერე იყო და როგორც მას ასევე მის თანატოლებს მშობლები ურჩევდნენ ჩასაცმელს, დასახურავს, უცხო ენასაც კი რას ისწავლიდა, ბოლოს უმაღლესი სასწავლებელიც თავად აურჩიეს და ამაყად განაცხადეს რეგისტრაციისას ,,ჩენ ვირჩევთ ფილოლოგიურს" , ორივე ცოლქმარი მთელი დამაჯერებლობით ირჩევდა სასწავლებელსა და სხვა სწავლისას გასავლელ ტექნიკურ საკითხებს ისე რომ ერთხელაც არ უკითხავთ აზრი გიორგისთვის და თქვენ ფიქრობთ რომ მას საკუთარი ცხოვრება ჰქონდა?! ნეტა გენახა მისი დარცხვენილი სახე უნივერსიტეტში გამოცდებზე, რომ მიაკითხავდნენ. ანდა ექსკურსიაზე მიმავალს ავტობუსის თვალს მოცილებამდე ხელს, რომ უქნევდნენ. ეგ კი არადა პირველად იმ გოგოს აკოცა მშობლებმა, რომ უქეს აკადემიური მოსწრებისა და ოჯახის სიძლიერის გათვალისწინებით. მუსიკაზე ნაკლებად არც ეს გოგო ეჯავრებოდა,მაგრამ სხვა გზა ჰქონდა?! ძაღლივით დაჰყვებოდა უფროსების ნებას. რომ ეცოცხლა მერე რა იქნებოდა?! ალბათ მომავალ სამსახურსაც უპოვნიდნენ, საცოლესაც ბუნებრივია. თავად გადაუწყვეტდნენ შვილების რაოდენობასა და სახელებს და მერე შეიძლება იმ ბავშვების ,,აღზრდისთვისაც" მიეყოთ ხელი. საცოდავი ბავშვი ისე დაპროგრამეს სიტყვა თავისუფლების აზრი სიკვდილამდე ვერ გაიგო. იცი რამდენჯერ გვისაუბრია ამაზე ჩვენ ორს?! ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ღმერთს ჩვენი როლი და მისია უნებურად აერია. ჰოდა აი დაასრულა სიცოცხლე, რომელიც არც ჰქონია. ღვთის მიერ მონიჭებულ თავისუფალ ნებას თავად უწესებთ კანონებს და ზღუდავთ ისე რომ ერთხელაც არ დაფიქრებულხართ რა რეაქცია გექნებოდათ თავად, ღმერთსრომ თავის ჭკუაზე ეტარებინეთ. ღვთის ბოძებულ თავისუფალ ნებას სიამაყითა და რიხით აღნიშნავთ, საკუთარი სურვილების გასაპრავებლად და მერე თქვენზე სუსტს თავად უზღუდავთ ზემოაღნიშნულს. დაუსვენია ბიჭს ეს ერთი კვირაც გაუძლოს მშობლების მიერ ორგანიზებულ რიტუალს და მერე სამუდამოდ დაისვენებს... -მაგაზე არასოდეს მიფიქრია, ალბათ ბევრ რამეში მართალიც ხარ.. მაგრამ არ გინდა, ახლა არ გინდა. მათი სიცოცხლე ამ ბავშვთან ერთად სრულდება.. მიუხედავად იმისა, რომ რაც ზემოთ თქვი ყველაფერი ახლოა სიმართლესთან, ერთი რამ გამოგრჩა, სიყვარული. სიყვარული, რომელიც ადრესატის მიმართ ზოგჯერ სატანჯველად გადაიქცევა და მშობლის სიყვარული შვილის მიმართ ყველაზე აღმატებულია მათ შორის.. - იცი რომ შვილები არ მყავს ამიტომაც ვერ გეტყვი, რომ ვგრძნობ და ვიცი ეგ ყოველივე. ფაქტი ერთია ჩემო უძილო მეგობარო, დათვური სამსახური სიყვარულითაც და უსიყვარულოდაც ერთ შედეგს იძლევა და ეს შედეგი უბედურებაა, საკუთარი თავის უფუნქციოდ აღქმაა. შენ ამას ისე ვერ გაიგებ, როგორც მე შვილების სიყვარულს. - ვხედავ შენი ერთგულება გენეტიკურია და ალბათ ამ ყველაფერს ერთგულებაშიი განზავებული მზრუნველობა გალაპარაკებს კოკო, საოცარია ოთხ წელიწადში როგორ დაბრძენდი.- ვუთხარი ძილმორეული მთქნარებით. - მიუხედავად არაირონიულ სიტყვათა თანწყობისა მაინც იგრძნობა შენი ცხოველური დამოკიდებულება ჩემს მიმართ და არც მიკვირს, შენ ხომ ადამიანი ხარ. - ადამიანი, რომელიც შენ საუკეთესო მეგობარად მიგიჩნევს- ვუთხარი და სიტყვები მაქსიმალურად გავჟღინთე სიყვარულით. - არ გინდა ეს იმერულად თბილი სიოს შემოპარება, თორემ ვინმე გაიგონებს , მე კი არ მინდა ჩემ პატრონს ზოოფილად მოიხსენიებდნენ - ამ სიტყვებში სარკაზმი და ირონია ერთ სისხლ და ერთ ხორც ქცეულიყვნენ. - მეძინება კოკო, ხვალ გავაგრძელოთ და მადლობა შენი ძაღლური ხედვის გაზიარებისთვის. - ძილინებისა ლევან, მითხრა და ის ის იყო სახლის კარის შეღება დავაპირე, რომ მომაძახა: მეგობარო სხვათაშორის თქვენი თვალით დანახული ძაღლური ცხოვრებაც კი იმაზე მეტად ადამიანურია ვიდრე თქვენი, ადამიანებისა..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძაღლის გესმის და ამ ხალხს ვერ გაუგე ვერაფერი?))) შენი სისათუთე ჯიგარი დახია მაგ ძაღლმა:* ძაღლის გესმის და ამ ხალხს ვერ გაუგე ვერაფერი?))) შენი სისათუთე ჯიგარი დახია მაგ ძაღლმა:*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|