ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
28 სექტემბერი, 2018


მარინა ცვეტაევა - მინდა გიამბო

***
მინდა, გიამბო უცნაური ტყუილი ბევრი,
გიამბო, როგორ ჩამოეშვა ფარდა ნისლებით,
როგორ დაფარა ძველი კუნძი და ნორჩი ტევრი;
გიამბო, როგორ ბნელა, როცა გარდავიცვლებით.

ათასწლეულთა ქარის ქროლა როგორ ამღვრევს სულს:
წეწავს ბებერ წვერს და ლამაზი თმების აბრეშუმს.
მინდა, საოცარ სიცრუეზე გიამბო, თანაც
გითხრა, ხელს როგორ ჩაუბღუჯავს პირბასრი დანა.
სტვირს როგორ ბერავს ბოშა, კერძი ოხერ-ტიალთა,
თითქოს ახლახან ეგვიპტიდან მოხეტიალდა.

გუგუნი, წყება საუკუნეთა
ცხენთა ფლოქვებმა აუკუნეთა.

.

* * *
Я расскажу тебе - про великий обман:
Я расскажу тебе, как ниспадает туман
На молодые деревья, на старые пни.
Я расскажу тебе, как погасают огни
В низких домах, как пришелец египетских стран
В узкую дудку под деревом дует цыган.

Я расскажу тебе - про великую ложь.
Я расскажу тебе, как зажимается нож
В узкой руке, как вздымаются ветром веков
Кудри у юных, и бороды у стариков.

Рокот веков.
Топот подков.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები