ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: იუმორისტული
29 სექტემბერი, 2018


გურული თუ გორული

ნინო დარბაისელი

გურული თუ გორული

გურიაში გუშინწინ  ჩაიშალა ქორწილი,
ერთწილ - სასაცილოა, სატირელი - ორწილი.
გორელ სარძლოს ჰყოლია დაბოლილი მაყრები,
მასპინძლებშიც ყოფილან პლანით დანანაყრები.
გორელებს და გურულებს სურდათ, ერთად ეხარათ,
მოსაწევი სუფრაზე ჯონჯოლივით ეყარა,
დაბოლილებს, გორელებს გაუცუდდათ ზრახვანი,
სიძე მაღლა ააგდეს,- მოადინა ბრახვანი.
მათი ცოდვა მიეცეს, ვინც აქ გამოაჭენა.
აგდებით კი ააგდეს, დაავიწყდათ დაჭერა.
კითხვა - კითხვად დარჩება,
დიდად ალეგორული:
ვისი პლანი ჯობია,
გურული თუ გორული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები