ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2018


მე ❤ ლაშხელი

თეთნულდს დაუხრია თავი
თითქოს მოაჭრესო კალთა,
ისევ მივბობღავ მთისკენ,
მაგრამ იმედი არ ჩანს.

ფრთები გაუშლია ნაზად,
ზეცისკენ წასულა ნელა,
ანგელოზს მწვერვალზე ასულს,
აბათ ვაწყენინეთ ყველამ.

მივყვები მთების კალთებს,
გვირილებს ვაგროვებ მისთვის,
ძალა აღარამაქვს ბრძოლის
და ფეხის გადადგმაც მიჭირს.

ვიცი ვერ ავივლი აღმართს,
ვიცი დამიცდება ფეხი.
მოვწყდები მთების კალთას
უფსკრულში დავინთქები.

ანგელოზები მიდიან ცაში
აქ ვრჩებით ცოდვილები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები