| ავტორი: აგრო ჟანრი: პროზა 14 ოქტომბერი, 2018 |
წყნარ ღამეს ელვასავით დაუარა გამყინავმა ხმამ,რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა ტყის პირას,ხმელ ფოთლებში ჩამალულ პატარა თაგვს.ძლიერ კლანჭებში მოქცეული პატარა თაგვი,ისე აღმოჩნდა ხის ფუღუროში,პატარა მშიერი ღლაპების წინ,რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო.ეს იყო ბუს პატარა ფუღურო,რომელიც თავისი ორი შვილისთვის დაუღალავად ეძებდა საკვებს ყოველ ღამე.იყო ღამეები,როცა ასე არ უმართლებდა ნადირობაში და ბუნების წინააღმდეგაც კი მიდიოდა,როცა დღის სინათლეზეც თვალების ტკივილის მიუხედავად ეძებდა საკვებს შვილებისთის.ეს იყო ბუ,რომელიც ინსტიქტებზე მაღლა იდგა თავისი,ბუებისთვის იშვიათად გამოხატული სიყვარულის ძალით.თავისი დიდი ბრიალა შავი თვალებით შეჰყურებდა თავის შვილებს და მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა თავის თავზეც ეფიქრა,როცა მათ მშვიდათ ეძინათ,დიდი საშინელი ტყის,ერთი ბებერი ხის ფუღუროში.
ბუს თავისი ცხოვრების თითქმის მესამედი გაევლო და შორეული ღლაპობის შემდეგ,თითქმის აღარც ახსოვდა როდისმე თავის თავზე ეფიქროს.თავიდანვე რთული ბედი დაჰყვა.მის ცხვორებაში ნათელ წერტილად მხოლოდ თავის შვილებს მიიჩნევდა და მათზე ზრუნვით თან ხარობდა და თან ნაკლებ დროს იტოვებდა საკუთარ ბედზე საწუწუნოდ.ისეთ დღეებში კი როცა საფიქრალი ძალიან დაუმძიმდებოდა და ჩუმად ტარებას ვეღარ უძლებდა,ცოტახნით სახლიდან მოშორებით,ტყის გაღმა მიფრინავდა,ჩამოჯდებოდა წყლის პირზე და ამოუშვებდა ხმას,რომელსაც სიტყვები უთქმელად მოყვებოდნენ.ერთი სურვილი თუ ინტერესი(თვითონაც ვერ გაერკვია)რაც შვილების კარგად ყოფნის შემდეგ ქონდა,იყო გრძნობა,რომელზეც მთელი ტყე ლაპარაკობდა,მაგრამ მას კი არასდროს უგრძვნია.აინტერესებდა მართლა ასეთი კარგი რამე იყო თუ ამეტებდნენ ან არსებობდა მართლა თუ იგონებდნენ.
ერთ დღესაც,როცა ჩვეულებრივ სანადიროდ იყო გამოსული,მოულოდნელად მის სიახლოვეს ერთი,უჩვეულოდ ბუმბულ აბურძგნული ბუ გამოჩნდა,რომელიც ნადირობდა თუ უბრალოდ იმიტომ დაფრინავდა რომ სხვა არ იცოდა რა ეკეთებინა თვითონაც ვერ გაეგო.ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ბუსგან განსხვავებით,ეს გაბურძგნულ ბუმბულებიანი ფრინველი,არც არაფრით გამოირჩეოდა სხვა დანარჩენისგან.ერთი იმის თქმა შეგვიძლია,რომ მას არც სურვილი და არც ინტერესი აღარ ქონდა ტყეში გავცელებულ გრძნობასთან დაკავშირებით,ამიტომ თავიდან ვერც მიხვდა რატომ ესიამოვნა მის სიახლოვეს ფრენა.დღეები გადიოდა,ისინი კი უფრო და უფრო ხშირად ცდილობდნენ ერთმანეთის სიახლოევეს ეფრინათ.იყო მომენტები როცა ავიწყდებოდათ,რომ სიბრძნის სიმბოლოდაც ითვლებოდნენ და აფსოლიტურად შეუფერებლადაც იქცეოდნენ ტყის ბინადრების თვალში,მაგრამ ამაზე ხანდხან ძალიან უჭირდათ ფიქრი და მხოლოდ ერთმანეთისთვის ოინების მოწყობაზე მოსდიოდათ აზრები,იმ ბუმბულიან თავებში.მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი საფიქრალი შვილების შემდეგ,ეს გაბურძგნული მოულოდნელად მოფრენილი ბუ,რომელიც მისთვის ყოველდღიურად უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა,ისევე როგორც თვითონ ხდებოდა გაბურძგნულისთვის მნიშვნელოვანი,თან იმდენად რომ ერთმანეთთან ფრენის გარდა სხვა ყველაფერზე ფიქრი უჭირდათ. მათ დაახლოებას ბევრი რთული მომენტებიც ახლდა თან,იყო საფრთხეები ნადირობისას,იყო ერთმანეთის დახმარებები,იყო წყენებიც,როცა ძირითადად გაბურძგნული ბუ ახერხებდა მისთვის გულის ტკენას,მაგრამ რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს,ყველანაირი პრობლემა უფრო და უფრო აახლოევებდა მათ ერთმანეთთან.საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა გააჩინა ერთი სურვილი,რომელიც,როგორც აღმოჩნდა ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ წასვლას უდრიდა.გაბურძგნული ბუ საბოლოოდ დარწმუნდა რომ მის გარეშე საერთოდ კარგავდა ფრენის სურვილსაც კი.ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბუ კი დარწმუნდა იმაში რომ ტყე რაზეც ლაპარაკობდა მართალი ყოფილა,თურმე არსებობს ის გრძნობა რასაც ეძებდა,მაგრამ იმაშიც დარწმუნდა რომ ტყეში უფრო გაუაზრებლად ლაპარაკობდნენ ამაზე და სინამდვილეში წარმოდგენაც არ ქონდათ რამდენად დიდი შეიძლება ყოფილიყო ეს ყველაფერი.გაბურძგნულ ბუს უნდოდა ფრენის შემდეგაც ერთდ ყოფილიყვნენ,ერთად დალოდებოდნენ დაღამებას,რომ სანადიროდ წასულიყვნენ და ერთად გაეტარებინათ დრო მაშინაც როცა მზის სხივებისგან დამალვა მოუწევდათ.ეს ყველაფერი კი ეწინააღდეგებოდა ბუნების წესებს,რომელიც გამორიცხავდა ბუების ერთად ყოფნას ცხოვრების ბოლომდე,ასევე ეწინააღმდეგებოდა დედობრივ ინსტიქტებსაც,რომელიც ყველაფრის მიუხედავად ვერ გარისკავდა ენდო საკუთარი შვილების ბედი ამ გაბურძგნული ბუსთვის,რომელსაც არასდროს გამოეცადა რას ნიშნავდა ღლაპებზე ზრუნვა.ამაზე კამათში არაერთხელ დასთენებიათ თავზე,არაერთხელ დაუდიათ პირობა რომ ორივე თავის გზაზე გაფრინდებოდნენ,მაგრამ საითაც არ უნდა აექნიათ ფრთები,საბოლოოდ მაინც ერთმანეთის ბუმბულების ლანდს მისდევდნენ და ისევ ერთმანეთის ბუმბულებში თავჩარგულები ინაბებოდნენ ხშირ ფოთლიანი ხეეების ტოტებზე.
დედა ბუმ არაერთხელ ჩამოართვა პირობა გაბურძგნულს,რომ თავის გზაზე ეცდებოდა მისგან შორს ენახა თავის ბედი,გამოეცადა შეგრძნება იმ ყველაფრის რაზეც წარმოდგენა არ ქონდა და თუ მერე კიდევ მოუნდებოდა დაბრუნება, ამაზე შემდეგ დასთანხმდებოდა.დედა ბუს უყვარდა ეს გაბურძგნული,უყვარდა კივილამდე,იმ კივილამდე რომელსაც ტყიდან მოშორებით ატანდა ხოლმე წყალს,უყვარდა უცნაურ სიცილამდეც,როგორიც არ შეუძლია არცერთ ბუს,სწორედ ამიტომ თვლიდა რომ უნდა გაეშვა რაც შეიძლება შორს,რადგან ვერაფრით იჯერებდა რომ შეეძლო მიეცა გაბურძგნულისთვის ყველაფერი ის,რაც მისი აზრით აუცილებელი იყო.თავის მხრივ გაბურძგნული ცდილობდა დაემტკიცებინა რომ რაც მას სჭირდებოდა ბედნიერად ფრენისთვის,მხოლოდ მასთნ ერთად ყოფნა იყო და ამისთის ბუნების წინააღდეგ წასვლაზეც თანახმა იყო.თანახმა იყო თავისი წილი ნანადირევი თაგვები გაეყო სამ დიდ და ერთ პატარა ნაწილად,რადგან ეხლა უკვე მას გემრიელ ლუკმაზე მეტად ახარებდა,ორი,თითქოს მისი მსგავსი მაგრამ მაინც გამორჩეული ბრიალა თვალების ყურება,რომლებშიც მთლიანად იკარგებოდა თავისი თითოეული გაბურძგნული სასაცილო ბუმბულით.
დედა ბუს გადაეწყვიტა თავისი სიტყვა ბოლომდე შეესრულებინა და გაეშვა მისგან გაბურძგნული.ამისთვის ის ყველაფერს ცდილობდა.ხან მწარედ უნისკარტებდა,ხან საერთოდ ისე ჩაუფრენდა ზედაც არ შეხედავდა მიუხედავად იმის რომ ეს ყველაფერი ძალიან ეძნელებოდა,მის გამო ამის მოთმენასაც ბოლომდე აპირებდა. გაბურძგნულისთვისაც რთული იყო ამ ყველაფრსი ყურება,რადგან წარმოდგენილი ქონდა რამდენად ძნელი იქნებოდა საყვარელ ბუს ისე მოექცე ვითომც არავინ იყოს მნიშვნელოვანი,ამიტომ გადაწყვიტა რომ მართლაც გაცლოდა,რადგან თუ ოცნების ასრულება გინდა,ლოდინიც უდნა შეგეძლოს.
გაბურძგნულის ფრენა გალიაში გამომწყვდეულის ფრენას გავდა,რომელიც ფრთებს ბოლომდე ვერ შლის და რომც გაშალოს,ფრთის ყველა აქნევაზე კედლებს ეჯახება.სცადა პირობის შესრულებაც და თავისი გზის პოვნაც,მაგრამ ვერცერთი ბუ მის ბუმბულებს ისე ვერ ალაგებდა ნისკარტით როგორც ის,ვერცერთი ისე ვერ მიყვებოდა ფრენისას გვერდით როგორც ის,გამორჩეულად ბრიალა ბუ.ძნელია სანადიროდ გახვიდე მასთან ერთად,ვისთანაც ნადირობიდან საკვებით დაბრუნდები,რომ უწილადო,ის კი ეს წუთია ვახშმობას ამთავრებს უშენოდ.
საშინელი წვიმა იყო იმ ღამეს,არანაირი შანსი არ ქონია დედა ბუს შვილებისთვის რამე ეშოვნა ამ წყალ წაღებულ ტყეში.სულ გალუმპული და თვალებ დაპატარავებული უახლოვდებოდა გამთენიისას თავის ფუღუროს,როცა შიგნიდან თავისი ღლაპების მოულოდნელად მხიარული კივილი გაიგო.ფუღუროში შეფრენილს უცბათ თითქოს გული გაუჩერდა,თვალები ისევ გაუფართოვდა,შემდეგ გულისცემა აუჩქარდა,კლანჯებით ფუღუროს კიდეს მაგრად მოეჭიდა და იქ დახვედრილ სურათს დააკვირდა,ხომ არ მეჩვენებაო.მისი შვილების წინ მათთვის კანკუთვნილი საკვები იყო,მის პირდაპირ კი წვიმისგან სულ გალუმპული და ბუმბულებ ჩამოშვებული ბუ იდგა,გაბურძგნული ბუ.
იმ ღამის შემდეგ ტყეში ბევრი ხმა დადიოდა,ვისაც არ ეზარებოდა შრიალებდა და ჭორაობდა,მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე გაგრძელდა სანამ ახალ ამბავს გაიგებდნენ ციყვების ოჯახზე.ორი ბუს ბედნიერება კი მანამდე გაგრძელდა,სანამ დიდიხნის შემდეგ ბუნების ერთადერთმა დაურღვეველმა კანონმა მათ ფუღუროზე არ მიაკაკუნა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გაშვება და გაგდება სხვადასხვა რამეა, ამ ბუს საქციელი ცოტა გაგდებას ხოა რ ჰგავს? )) გაშვება და გაგდება სხვადასხვა რამეა, ამ ბუს საქციელი ცოტა გაგდებას ხოა რ ჰგავს? ))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|