ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2009


რაიონში ჩარჩენილი ინტელიგენცია

ჭაღარა და წითური სახის კაცი კოჭლობით მიდიოდა რაიონის გამგეობისაკენ, გამგეობის წინ რამდენიმე თანამშრომელს მოეყარა თავი და საუბრობდნენ, მათ აშკარად შეეტყოთ სახეზე რომ კოჭლი კაცის მოსვლით უკმაყოფილონებიდარჩნენ, რადგან მას ვერანაირ საკითხში კონკურენციას ვერ უწევდნენ. ცოტა ხანში შემოეცალნენ ირონიული ღიმილით, ერთმა დაუსტვინა და საფეთქელთან თითი დაიტრიალა.
  ახლა თეატრისკენ გაემართა კაცი მაგრამ იქაც მისი მისვლისთანავე დაიშალნენ, ერთმა მეორეს გადაულაპარაკა.
_რას დაგვდევს, აქაოდა ნაკითხი ვარო და თავს ჩვენზე წინ აყენებს. ვის უნდა ეხლა მაგისთანა ნაკითხები, მაგ მეტიჩრობისთვის გამოაგდეს სამსახურიდან.
_ცოდოა, ცოდოა მაგისთანა განათლებული კაცი ამ რაიონში!_ჩაილაპარაკა მეორემ და თავი ჩაღუნა.
    კოჭლი კაცი კი ნაღვლიანად წავიდა სახლისაკენ, რათა თავისი მოუსვენარი ბუნებით ხვალისთვის მომზადებულიყო და ყველასთან ყველაფერზე ეკამათა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს