ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2018


შეხვედრა გაგრელ კლასელთან წლების შემდეგ

პირისპირ ვსხედვართ დიდები და
ვხედავთ ბავშვობას,
რომელიც თითქოს
1992 წელს გაიყინა.

ერთმანეთი რომ ბოლოს ვნახეთ,
იმ დღიდან დღემდე
ჩვენი პარალელური ცხოვრებაა,
სახელად - რა შეიძლებოდა ყოფილიყო.

ჯერ არ ვსაუბრობთ ახლანდელ დროში,
რადგან ჯერ ის გვაქვს მოსაყოლი
თუ როგორ მოვედით აქამდე
და როგორ მოხდა,
რომ არ აღმოვჩნდით
ბავშვები, რომლებსაც დღემდე სტანჯავთ
სვანეთის მთებით გამოსვლის მოგონებები,
ან ბავშვები, რომლებიც იმ მთებში
გაიყინენ ან შიმშილმა მოკლა...
ან ბავშვები, რომლებსაც მტერმა ესროლა...

დღეს სხვა ამბებზე უნდა ვსაუბრობდეთ,
ყოველდღიურ, პირად ამბებზე,
სიყვარულებზე, სამსახურებზე...
მაგრამ ჯერ დასაწყისი გვაქვს მოსაყოლი,
ჩვენს ამბებს კი ერთნაირი დასაწყისი აქვს -
როგორ გადავრჩით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები