ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2018


სასწაულის გაელვება (IV)

         
                   
გახსოვს ბახმაროში გადაღებულ ფოტოს შესახებ რომ წაგიკითხე, ფონური წარწერა რომ ამშვენებდა?
"ლაღობს გული ამ დიდ დროში,
ყველას ესმის ჩვენი ხმები.
ასე ტკბილად მეზობლები
ვისვენებდით ბახმაროში." - ისე მკითხა ლალიმ ჩემთვის არც შემოუხედავს. მივხვდი, რომ ახლა თხრობის, თუ კითხვის იმ ფაზაში იმყოფებოდა, რომ ავმდგარიყავი და ოთახიდან გავსულიყავი, ვერც კი შენიშნავდა. თითქოს ეჩქარებოდა მოჭარბებული მოგონებებისგან განთავისუფლებულიყო. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, თუმცა ბავშვობის მძიმე მოგონებებზე არასოდეს უამბია. მივხვდი, რომ სიმძიმის ფურცელზე გადატანისგან გულის შემსუბუქებას მოელოდა. უბრალოდ თავი დავუქნიე და ნიკაპით ხელისგულს დავეყრდენი. ამით ვანიშნე, რომ ყურადღებით
ვუსმენდი. თხრობა პირველ პირში განაგრძნო.

"ეს ჯგუფური ფოტო მაღალი ნაძვის ძირას არის გადაღებული. ახალგაზრდების ნაწილი ნაძვზე მიმაგრებულ ძელსკამზე ზის. ნაწილი, დედაჩემთან ერთად, მათ უკან დგას, დედას ლაღი ღიმილი ამშვენებს.  ვერც კი წარმოუდგენია, რომ ათი წლის შემდეგ თვითონ ერთი წლის გარდაცვლილი იქნება. ამ ძელსკამზე მე ვიჯდები და ფრთხილად, ისე რომ არავინ შეამჩნიოს, თვალთვალს დავუწყებ მეზობელ ფიცრულში დამსვენებელ ქალს.

ის დედას ორეული იყო, ოღონდ ცოტათი - მასზე მაღალი. ისეთივე გამხდარი და ფერმკრთალი, როგრიც ბოლო წლებიდან მახსოვდა, თმებიც მასავით კეფასთან სარჭებით ჰქონდა შეკრული.

იმ ზაფხულს მე და ჩემი და ბიცოლამ თავის 2 და 3 წლის შვილებთან ერთად წაგვიყვანა ბახმაროში.

ძელსკამზე ვჯდებოდი და ნებისყოფას ვძაბავდი, რომ მუდმვად იქეთ არ მქონოდა მზერა მიმართული. დედას ორეული იქვე, ხუთიოდ მეტრში მეორე ძელსკამზე ჯდებოდა მეზობლებთან ერთად.
ეს სასწაული იყო, ჩემთვის მონატრების გასაქარვებლად მოვლენილი და ბავშვური, ადამიანისადმი თანდაოლილი გუმანით ვგრძნობდი, რომ სასწაულის გასახანგრძლივებლად ის საიდუმლოდ უნდა შემენახა.

ვიჯექი და ვფიქრობდი: იქნებ ერთხელად გამოეხედა ჩემსკენ, დავენახე, ვეცნე და სახლში დაბრუნებულიყო. იქნებ რაც მოხდა ჩემი ცუდი შვილობის გამო მოხდა. ახლა აღარ გავაბრაზებდი, აღარ შევაშინებდი, როგორც ერთხელ დავემუქრე, ნუ მეჩხუბები, თორემ თაგვის წამალს დავლევ მეთქი. როგორ გაფითრდა მაშინ, როგორ ჩამიხუტა და ხმის კანკალით დამიწყო მუდარა, რომ ასეთი რამ არასოდეს არც კი გამეფიქრებინა.
ვეტყოდი, როგორ შევიცვალე, როგორ წყნარად ვზივარ გაკვეთილებზე, ვეტყოდი, რომ ყველაფერი მახსოვს, რასაც მიბარებდა და რომ ავუსრულებდი რასაც ჩემთვის ოცნებობდა.

სასწაული ათიოდ დღით გაგრძელდა.

ერთ დღეს ძელსკამზე ბიცოლაჩემი და ერთ –ერთი მეზობელი ისხდნენ. მე და ჩემი და იქვე, პატარა ბიძაშვილებთან ერთად ვთამაშობდით. დედას ორეული აივანზე გამოვიდა.
-როგორ ჰგავს ის ქალი ნაზის, არა?- თქვა მეზობელმა.
-ხო, გოგო. მეც სულ მინდოდა მეთქვა, სასწაულად ჰგავს.- უპასუხა ბიცოლამ.
სმენად ვიქეცი, იქნებ სასწაული რეალობაში გადმოსულიყო.
-ვისზე ამბობთ? – იკითხა ჩემმა უმცროსმა დამ, რომელიც ძალიან იყო დედის კალთას მიჯაჭვული და ძალიან გაუჭირდა უმისობა.
უთხრეს, ვისზეც ლაპარაკობდნენ.
-არა, სულაც არ ჰგავს, საიდან მოიტანეთ? საერთოდ არ ჰგავს. – გაბრაზებულმა თქვა დამ და იმ აივანს ზურგი შეაქცია.

გრძნობას  არ სჭირდება წიგნებიდან, ან უფროსი დამრიგებლისგან სწავლა. ზრდასრული რომ ვყოფილიყავი, იქნებ ბევრი მეფიქრა, რატომ უარყოფდა მსგავსებას ჩემი და, მაგრამ 9 წლის ვიყავი და გრძნობით მივუხვდი  ფიქრებს: შეუძლებელი იყო დედას მსგავსი ყოფილიყო ვინმე მთელს სამყაროში. დედა განუმეორებელი და მზესავით ერთადერთი იყო.

ჩემი გუმანიც გამართლდა: მეორე დილით რომ გავიღვიძე იმ სახლის კარები სიგრძივი ურდულით იყო გადაკეტილი.

მას შედეგ არც ერთ  ზაფხულს არ გამოჩენილა ის ქალი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები