ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
17 ნოემბერი, 2018


კაცი დუქანში

                                კაცი დუქანში

                  ”ვერა, ვერ შექმნით ისეთ სიმყუდროვეს,
                    როგორიც მიწაში გვაქვს ჩვენ,
                      მკვდრებს”.


        გრიგოლი, იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა,რომელიც დღისით ეკლესიაში არასდროს დადიოდა და მხოლოდ ღამით თუ ნახავდით ტაძრის ეზოში ჩუმად ჩამომჯდარს,მიყუჟულს.ზოგჯერ,ყოფიერებით რომ დაიქანცებოდა ჩამოეძინებოდა კიდეც.ახლაც,  დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა სახლში.დილით,ჯერ კიდევ მაშინ,ხალხს და მათ ცუდ ჩვევებს თავი რომ არ ჰქონდათ დაღწეული სიზმრებიდან, აიარა  კიბეებზე,არაფრის თავი არ ქონდა,უფრო სწორედ,მხოლოდ თავიღა შერჩენოდა საწყალს.
          რა თქმა უნდა,შეგვეძლო მარტივი გზები გვენახა და ასე გავცნობოდით გრიგოლის იმ პიროვნებას,რომელიც იმალებოდა მასში.არაფერი საშიში და მიუღებელი.ზოგჯერ,ადამიანები ცდილობენ კარგი დამალონ,უფრო სწორედ,არ წამლავენ მას.
        სახლის ინტერიერი ზუსტად ასახავდა მის სულიერ მდგომარეობას."საოჯახო აფთიაქი" მუდამ სავსე,სამაგიეროდ ცარიელი გახლდათ მაცივარი.გასაკვირი რა არიც,უკანასკნელი არც ჰქონდა.ედგა მხოლოდ ორი სკამი და კედელზე ნახატები გაკრული.ზოგი საკუთარი,ზოგიც სხვისი.სკამების რაოდენობა არ უშლიდა ხელს სტუმრის მიღებაში.არც არავინ დადიოდა მასთან და თუ დადიოდნენ ცალ-ცალკე.არც თვითონ აწუხებდა სხვას დიდად.დადიოდა ჯიბეში ხელებჩაწყობილი და სიკეთეს არიგებდა.ერთი რამ,რაც დანამდვილებით შეიძება მასზე ითქვას არის ის,რომ სასმელი უყვარდა.უყვარდა ყვავილებიც,ოღონდ ისეთი არა,ხელოვნური,ნაღდ ყვავილებზე ვამბობ.რომ სუნთქავენ.დუქანი იყო მისი შთაგონების წყარო,ადგილი,სადაც თავისუფლად გრძნობდა თავს,შვებას გვრიდა.არ უყვარდა რესტორნები,გაზილ-გაპიპინებული სუფრები,თუ ვინმე ნაცნობს მოჰკრავდა თვალს შორიდან და იგრძნობდა, რომ მსგავს გალამაზებულ და გრძნობაცარიელ ადგილას ეპატიჟებოდნენ,უმალ გზას გადაჭრიდა და თავს აარიდებდა.ერთხელ ბავშვის სასკოლო ჩანთით შეუნიშნავთ,ზოგმა უტიფრად დასცინა,ზოგმაც გაკვირვებით მიაპყრო მზერა უინტერესო თვალებით.რამდენმაც ნახა,იმდენი აზრი და არც ერთი ჭეშმარიტი.ვერც მე გიამბობთ დანამდვილებით იმას,თუ რა დაჰქონდა ჩანთით,მითუმეტეს სასკოლო ჩანთით,მაგრამ, ალბათ რამოდენიმე ვარსკვლავი და ერთი მზე.აჩუქებდა კიდეც პირველ შემხვედრ ბავშვს,რომელიც გაოცებული ახედავდა დედას.თუ მოზრდილი იქნებოდა და საკუთარ კითხვებზე პასუხს გასცემდა პირდაპირ ცისარტყელას ჩამოჰკიდებდა ყელზე.
          კითხვები დაკვირვების შედეგად იყო ჩამოწერილი,წერდა ყველგან,დუქნებში,ბაღში,მდინარის პირას.აკვირდებოდა ყველაფერს,რისი ხილვაც შესაძლებელია ადამიანის თვალით.უყურებდა ადამინებს,ცას,მიწაზე ბალახს,ჭიანჭველებს...
        საღამოს შვიდი საათი იყო.გრიგოლი იდგა თეატრის წინ და კითხულობდა აფიშებს,რა დროსაც ხმაური მოესმა,ხალხის გამაყრუებელი ძახილი "დაიწყო,არ დაგვაგვიანდეს" და ეს აღგზნებული ხალხის მასა, მიაწყდა შესასვლელ კარებს.გაიგო რომ "ანა კარენინა" იდგმებოდა იმ დღეს.ბოლო მაყურებელმა როგორც კი შედგა ფეხი თეატრში კარებიც დაიკეტა.
იდგა გრიგოლი.
დიდხანს იდგა.
შემდეგ სიგარეტი ამოიღო და მოქაჩა.
თოვდა.
- გრიგოლ,გრიგოლ,-გაისმა ძახილი.ტროტუარის მეორე მხარეს ძველი მეგობარი,ზაზა იდგა,კარგი მეგობრები როდი ივიწყებენ ერთმანეთს.ზაზა და გრიგოლი ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს,შემდეგ,მათდთა საბედნიეროდ უნივერსიტეტშიც ერთად მოუწიათ სწავლა,კინოხელოვნების დარგით.ღმერთმა უწყის,რამდენი ფერადი ან შავ-თეთრი "მოძრავი ნახატის" პროეცირება მოუხდენიათ ეკრანზე.აკი,წეღან რა მოურიდებლად დაეკეტა ცხვირწინ კარები.ცხოვრება ყველას სხვა გზებით მიაქანებს,ზოგს ქარ-ცეცხლში ატარებს,ზოგს ნიავი არ მიეკარება,საბოლოო ჯამში კი ის იმარჯვებს,ვისაც თვალებიდან სისხლი სდენია.განა ასე არ არის?ამას არ გვასწავლის პლატონი "ფედონში",რომელსაც საწამლავი უკავია და წინ და უკან დაიარება,ყოველგვარი აღშფოთების გარეშე.სეირნობაა ეს სიარული.
  გრიგოლმა თავისი წვრილი თვალები,კიდევ უფრო მოჭუტა და თავი წინ და უკან დაატრიალა.ამასობაში ხმა ახლოდან მოესმა და მხარზე ხელის დადება იგრძნო.
-როგორ ხარ ბიჭო,გრიგოლ.თოვამაც ვერ შემიშალა ხელი,გაკვირდებოდი,ხომ არ მეშლება-მეთქი.
გრიგოლს ხმა არ ამოუღია.შემდეგ გადაეხვივნენ ერთმანეთს.იდგა ორი ძველი მეგობარი,თეატრის წინ,თოვაში.
-როგორ მიდის შენი ამბავი?-დუმილს კვლავ ზაზა არღვევდა.
-კი მიდის ზაზა,მაგრამ საით ეგ არ ვიცი-ღიმილით მიიღო პასუხი მეგორბისგან.
-მოკლედ,ეს ჩუმ-ჩუმი და შეპარვით საუბარი არ დაგვიწყებია.
-შენ სად ხარ,დაოჯახდი?შვილები თუ გყავს? - იკითხა გრიგოლმა.
-შემოვიარე საქათველოს ყველა ქალაქი,ყველგან ვიცხოვრე ცოტ-ცოტა.ყველგან რა?სულ რამდენიმე ქალაქია.რუსეთშიც ვიყავი წასული,მაგრამ საკუთარი თავი ვერსად ვიპოვე.ცოლი მოვიყვანე და გოგონა გაგვიჩნდა.რუსეთში რომ არ წავსულიყავი,არც დავკარგავდით ერთმანეთს.
-კი, უეჭველს ამბობ.შენნაირად არავინ მყვარებია.კლასშიც და უნივერსიტეტშიც.ჩემო ზაზა,თუ არ გეჩქარება,აგერ გამოვცდით ამ საუბარში უკვე ერთ დუქანს და,მეორეც მეგულება აქვე ახლოს.ნაცნობია.კარგი თევზი და თეთრი ღვინო.ჰა,რას იტყვი.თან შეხედე,თოვს.
-დამასწარი.იგივე მედგა ახლა ენის წვერზე.აქ,ა.-თქვა ზაზამ და ენა გადმოყო.
მიდოდა ორი მეგობარი,მკლავგაყრილი,მიდიოდნენ ნელა,თითქოს ორი სული გაერთიანდა,მოჰკიდა ორივეს ხელი და ატარებს თავისი ნებით.
გამოჩნდა დუქანიც,თავისი ლამაზი კიბით,მიწისქვეშ რომ ჩადიოდა.ტრიალებდა თევზის,ლობიოს,მწვანე ხახვისა და ღვინის სუნი.
- გამარჯობა  ბიძია,-შეეგება გრიგოლი ილიკოს,რომელიც თვითონ გახლდათ მეპატრონეც და გამყიდველიც.
-ოოოჰ,ეს ვინ მოსულა.ჩემი ხშირი,მარტოდმოსიაურლე კაცი.როგორ ხარ გრიგოლ?
-მადლობა,არამიშავს.გაიცანიეს ჩემი მეგობარია და სანამ აქ იქნება არ ვიქნები მარტოდმოსიაურულე.-მიუგო გრიგოლმა და საჩვენებელი თითი შეკრული პალტოს ღილზე მიადო ზაზას.ზაზამ თავის მხსრივ ხელი ჩამოართვა ილიკოს და ქართველს,გასაცნობად მესამე როდი სჭირდებოდა?!
-მოხარული ვარ ბატონო,მოხარული,-ამბობდა ილიკო და ხელს ულვაშებზე ისვამდა.-ისევ იქ ხომ,და ისევ ის,არა? -კითხვით მიუბრუნდა გრიგოლს.
საუბარი იყო მაგიდაზე და სასმელზე.მუდამ ერთ ადგილას იჯდა და ერთს სვამდა.იჯდა კუთხეში,სხვებისგან შორს და სხვამდა მხოლოდ თეთრს.
ამჯერადაც აქ ისხდნენ.პირდაპირ,ისე რომ შეეძლოთ თამამად ეცქირათ ერთმანეთისთვის,მონატრების თვალებით.
ბატონ ილიკოს დიდი დრო არასდროს სჭირდებოდა მაგიდის გასაშლელად,დაოსტატებული იყო ამ საქმეში.საინებს სულ აჰერში ატრიალებდა,ისე რომ არც თევზი გადმოუავრდებოდა და არც ფეხს წამოკრავდა რამეს.ფეხის წამოსაკრავი კი ყოველთვის ერთი იყო,რომელიმე მუტრუკს,მაშინ დეხუჭებოდა თვალები და იმ დროს გაშიდა ფეხს ერთ მეტრზე,ილიკომ რომ უახლოვდებოდა.აბა საწყალი რას ნახავდა,საინები დაჰქონდა და რამდენჯერ წამოუყენებიათ საინების ნამსხვრევებიდან,ისე,რომ ხან თევზეის კუდი ჩაერჭობოდა თვალში,ხან ცხელი ლობი გადაესხმებოდა.მიუხედავად ამ არც თუ ისე სასიამოვნო მომენტებისა,წამით არ ფიქრობდა აეყვანა მოსამსახურე.უხაროდა ქეიფის ყურება.
    ამ ჯერად საქმე წარმატებით დამთავრდა და მაგიდაც უვნებლად გაშალა ილიკომ.შეიძლება იმიტომ,რომ ზაზასა და გრიგოლის გარდა არც არავინ იყო.
-აი ასეთი ხელი აქვს ჩვენს უფროს მეგობარს,ზაზა.შეხედე რა კარგადაა დამწავრი თევზი,საცოდავი თევზი.
-დუქნებში ყოველთვის ყველაფერი კარგია,მაგრამ აქ გამყიდველსაც აქვს უპირატესობა.
-დავასხამ და დავლიოთ.
გრიგოლმა აავსო ბოკალი-ჩვენს მონატრებას გაუმარჯოს,რომელიც წეღან განგვიქარვა განგებამო-თქვა და ბოლომდე შესვა.წვეთი არ დაუტოვებია.
-მასე იყო მეგობარო,-დალია ზაზამაც, - და გააგრძელა:-მაგრამ ყველაფერი ბოლომდე როდი ქარწყლდება ,მოანტრებას ისევ მოსდევს  მონატრება.სიხარულს სევდა,წუხილი,შემდეგ პირიქით.და ასე,ტრიალებს,ტრიალებს,სანამ ადამიანი იარსებებს სულ იტრიალებს.ვაი რომ ერთ ადგილას გაჩერდეს.
-და რომ გაჩერდეს?-თავი ზაზასკენ მისწია გრიგოლმა,ინტერესით.
-დაიღუპება.
-მასე ფიქრობ?
მე ვფიქრობ კი არა,ასეა.განა ვინმეს შეუძლია მუდამ წუხილით იცხოვროს?
-ჰოო,რთული ასატანია.
-არც ის შეუძლიათ მუდამ სიხარულით იყვნენ.ბალანსირება აუცილებელია.ეს ხომ პირობითი ცნებებია,საერთოდაც ვისთვის რა არის წუხილი,სევდა,სიხაურლი საკითხავია.
- მართალს ბრძნაბებ,მართალს,-ამბობს გრიგოლი და ღვინის ჩამოსხმას იწყებს.
-აი რა გამახსენდა. რუსეთში ყოფნისას,ერთი კაცი გდადიოდა ქუჩაზე.ახალგაზრდა იყო.ორმოცამდე იქნებოდა,ჩვენი ტოლი.ფეხი დაუსხლტდა და ძირს დაეცა.მივირბინე დასახმარებლად.წამოვაყენე,მივხედე,გადავიყავნე და შემდეგ იცი რა მოხდა?ბოლომდე ნუ მისხამ.
-მადლობა არ გადაგიხადა?დავლიოთ,თორემ ვერ მოვრჩებით.ვინც არ სვამს,ცუდადაა.
-უარესიც.ადგა და იმ დღესვე კაცი მოკლა.წარმოიდგინე. რა გამოვიდა,მე დავეხმარე აკცს,რომელმაც სხვა კაცი მოკლა.სიკეთეა ეს თუ ბოროტება?
-გააჩნია ვისი გადმოსახედიდან.მკვლელი გეტყვის რომ სიკეთე გაუკეთე,მოკლულის ახლობლები დაგწყევლიან და ასე.რას გაუგებსაერთოდ შევეშვათ ამ რუსულ ტრაგედიებს ახლა.აწი როდის მნახავ ვინ იცის.
-მოდი ახლა,ჩემო გრიგოლ,თვითონ იმ დროს გაუამრჯოს,უერთმანეთოდ რომ გავატარეთ.სხვაგავარად ხომ ასეთი საამური არ იქნებოდა ეს ყოველივე.
სვამდნენ და საუბრობდნენ.ისმოდა ჭიქების ჭახა-ჭუხი.კარგად რომ იგრძნო მათმა სხეულმა დალოცვილი სითხის გემო,ახალგაზრდობაც გაიხსენეს,სკოლა და მთელი ეს ამბავი.ზაზამ ისიც კი გაახსენა,გახსოვს უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ,ოცდახუთი წლისები რომ ვიყავით,სპეკტაკლი დავდგით,შენ ბავშვის სასკოლო ჩანთით რომ გამოხვედიო.შენი გოგონა იმ წელს რომ წაგგლეჯა ღმერთმა ხელიდან და იმის გაიძახოდი ვარსკვალვებს და ცისარტყელას ვარიგებო.გრიგოლმა სადღეგრძელოების თქმას თავი გაანება,ზაზა თუ იტყოდა რამეს,დაეტანხმებოდა,ან ასხამდა,ხელის გულს ნიკაპით დააწვებოდა,ჩაფიქრდებოდა და სვამდა.ერთადერთი სადღეგრძელო რაც თქვა,ილიკოს მისამართით.დალოცა და ჩემს ადგილს ღვინო არ დააკლო,მუდამ იდგას ერთი ბოთლიო.შემოვა ვინმე და დალევსო.
 
შებარბაცდნენ.
გრიგოლმა წაიღიღინა:
                        Мчится на тройке чужая младость.
                        Где мое счастье? Где моя радость?
თოვლი მუხლამდე იდო. გარეთ გამოსულ მეგობრებს,ცივმა ჰაერმა, ღვინის გრადუსი აუმაღლა.ორივე მზეს გავდა,ერთი ჩამავალს,მეორე ამომავალს.
იმ დღის შემდეგ,ბევრი გალოთებული ახალგაზრდა ლოცავდა გრიგოლს,დუქანში შესულს ღვინო რომ ხვდებოდა.ზაზა რუსეთში წავიდა და ზაფხულშიც თოვლს ელოდებოდა.გრიგოლი კი იმ ღამით,მუხლებამდე თოვლში,მდინარის პირას დაწვა და მღეროდა.დილით,მხოლოდ დილით გაიყინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები