ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უჩიჰა მადარა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2018


* * *

ყავლი გასვლიათ ჟანგნაჭამ ხეებს,
ნისლი ბოგონობს გლეხის ვენახში,
და ყოველ დილას ამომახველებს,
კვამლი გატრუნულ სახლსაც კი წაშლის...

ნისლს კი გაფანტავს პაპის ხველება,
კერა ვიშვიშით, გლოვობს ბებიას,
წვიმა აქა-იქ ყეფდა ველებად,
ზეცას კი გულზე მთვარე ებნია...

დღეს უდარდელად გვერდს რომ იცვლიან,
პაპის ვენახში ურცხვი ბელტები,
და ნახნავებში, როგორც მელია,
დავიზლაზნები, დავეხეტები...

იისფერ ჰიჯაბს იკერავს ღრუბლით,
ზეცა უშრეტი და ულმობელი,
მე ყოველ ღამეს ბახუსით ვუვლი,
გაყინულ კერას, როგორც მშობელი...

და არ მოველი არვისგან ჯილდოს,
არცა მსურს შევდგე ტაძარში ბერად,
ზეცის ჰიჯაბში ბიბლია იდო,
თუმცა მკითხველი არ სჩანდა ერად...(თ.ა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები