-გაცივდები, ჩაიცვი,- მითხრა მზრუნველი ხმით და სიგარეტს გაუკიდა. არა-მეთქი, ვუთხარი და ღრმად შევისუნთქე მისი სუნამოს სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. ჰაერს სურვილი მოჰყვა, ფართო ნაბიჯით შემოაბიჯა სხეულში და თავისი გასაოცრად დიდ ხელისგულში მოიქცია გული. გული ახლა თითქოს ქვიშის საათი ყოფილიყოს, სისხლი წვეთ-წვეთად იცლებოდა და ცარიელ სხეულზე სულ უფრო ნაკლებად შემწევდა ზემოქმედების ძალა. ერთმანეთისთვის ათასობით სიტყვა გვქონდა სათქმელი. კითხვები თითქოს ნისლი ყოფილიყოს, ისე გვაწვებოდა ბაგეზე, მაგრამ ყველა ბგერას ეძინა. ფეხი წამოჰკრა მხართეძოზე წამოწოლ მენატრების, გვერდი აუარა მჭირდებისა და მიყვარხარს, არ ვიცი, მისი დაჭიდება ემძიმა თუ პირიქით, ნამეტანი ეპატარავა აქამდე ნათქვამი, კაცობრიობისათვის ცნობილი, ყველა სიტყვა ერთად აღებული. ქარი ამომიდგა მხარში, მის გაყინულ სხეულს მივეყრდენი. სამყარო მიყვებოდა ძველისძველ ზღაპარს. ქარს ოქროსფერი კაბის კალთა აეწია და შემოდგომის ფოთლებივით აგროვებდა ყველა წყენას, ყველა საყვედურს, ყველა ტკივილს, ყველა იმედს, ყველა მოლოდინს და გაზაფხულზე ამობიბინებული ბალახივით ედებოდა ქუჩებს სითბო. ჩვენს შორის კი ტყის განაპირას მდგარი ერთადერთი გაშიშვლებული ხესავით დარჩენილიყო მხოლოდ სიყვარული და მიუხედავად იმისა, რომ მას არც ფოთლები ჰქონდა, რომ წვიმის დროს თავი შეგეფარებინა და არც ნაყოფი, რომ მშიერსა და მოწყურებულს პირი გაგესველებინა, ის მაინც იყო განუზომელი მნიშვნელობის, რადგან ყინვისგან შეციებულ ბეღურას უწონო სხეულის დასვენება შეეძლებოდა. და რადგან სიტყვები იყო თან ძალიან ბევრი და თან მეტისმეტად ცოტა, რომ რამის თქმა შეგვძლებოდა, მან ისევ გაიმეორა ახალფეხადგმული ბავშვივით არამყარი: გაცივდები და ჩაიცვი. მე კი უმისობა უწყლობასავით მაწუხებდა და გამშრალი პირით ვერ შევძელი პასუხის გაცემა, თორემ ვეტყოდი: -მზე რომ მოკვდეს და ყველა სხივი დამარხონ ქარიშხლებმა, როცა ჩემთან ხარ, ვერაფერი შემაციებს,- მაგრამ მე მქონდა მონატრებისაგან გამშრალი სხეული და მხოლოდ ღიმილი ჩამოვკიდე ჩვენს გაძარცვულ ხეს, როგორც ობლის ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებული დედის ნაქონი ერთადერთი სათამაშო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გაუკიდა უკეთ ჟღერს თითქოს :)))) გაუკიდა უკეთ ჟღერს თითქოს :))))
4. ეს სიგარეტს გაუკიდა რაღაა? რატომ გაუკიდა და არა მოუკიდა?
სხვებთანაც შემხვედრია ეს ხშირად ეს სიგარეტს გაუკიდა რაღაა? რატომ გაუკიდა და არა მოუკიდა?
სხვებთანაც შემხვედრია ეს ხშირად
3. აცალე ახლა იმ ხალხს ჯონათან იყვნენ ცოტა ხანს მარტო :) თან ზამთარი იყო და გზა არის ჩახერგილი :)
თანაც უცხო უკვე აღარ იქნება ის კაცი, ამდენი ხანია ერთად არიან :) აცალე ახლა იმ ხალხს ჯონათან იყვნენ ცოტა ხანს მარტო :) თან ზამთარი იყო და გზა არის ჩახერგილი :)
თანაც უცხო უკვე აღარ იქნება ის კაცი, ამდენი ხანია ერთად არიან :)
2. jonatan livingstoni
დიდი მადლობა, ჯონათან.
უიჰ, ის სულ აღარ მახსოვდა, დავდებ გაგრძელებას აუცილებლად, ისე მართლა კარგ ადგილზე დავტოვე :))) jonatan livingstoni
დიდი მადლობა, ჯონათან.
უიჰ, ის სულ აღარ მახსოვდა, დავდებ გაგრძელებას აუცილებლად, ისე მართლა კარგ ადგილზე დავტოვე :)))
1. რაღაცნაირად მსუყე ნაწერია.
ის გოგო კი არის ჩარჩენილი რაჭაში, თოვლში, უცხო კაცთან და... ცოტათი კი მშურს მისი :)
რაღაცნაირად მსუყე ნაწერია.
ის გოგო კი არის ჩარჩენილი რაჭაში, თოვლში, უცხო კაცთან და... ცოტათი კი მშურს მისი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|