ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2018


სიცოცხლის აისი!

და იმ ქვაფენილებს
მზის ქვეშ გაფენილებს,
ღრუბლად დაფენილებს
ტკეპნის ვიღაც ქალი...
სხვანარი ქალი,
სხვანაირად მთვრალი,
ღიმილებმართალი,
ვნებებსამართავი...
სუნთქვა არეული...
მზერა გაბნეული...
ხმაზე დაბნეული
სურვილების მალვით
მოდის...ამჩნევია,
გულზე ამჩნევია,
სულზე ამჩნევია
იმედები ხვალის...
თითქოს ამ სამყაროს,
თითქოს ამ საღამოს,
უნდა დაატანოს
გემო მომავალის,
რომ მერე ეს ღელვა,
რომ მერე ეს ფეთქვა
აუტყდეს ნასეტყვარ,
სულ ახალ სიმთვრალედ
და ასე მართალი,
და ასე თამამი,
ვნებებსამართავი
გაუყვეს
სიზმარეთს
და იმ ქვაფენილებს
მზის ქვეშ გაფენილებს,
ღრუბლად დაფენილებს
დაატყოს სიცოცხლე...
დაატყოს სიცოცხლე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები