| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 22 დეკემბერი, 2018 |
მატადორა ფიქრობს - "რა უცნაურები არიან ადამიანები" და ძაღლურად დააბიჯებს თავის ლეკვურ ფეხებს მოუწესრიგებელ ოთახში. მისთვის აქ ყველაფრის გაკეთება შეიძლება; შეუძლია იატაკზე მოშარდოს, ჩემი სადილი მიირთვას და დესერტად ჩემივე წინდების ღრღნა დამატოს.
დღეს საკვამური გავწმინდე - ახალი წელი მოდის. სახლში ყველა ბოთლი გახვრეტილია, გარეთ - ყველა ქუჩა ჩაკეტილი. ნეონის ზღვებში მივცურავ და სარეკლამოდ განწირულ ყველა მონიტორში National geographic-ის ლაივებს ვუყურებ. ხალხი ტომია და ყველა მხრიდან ისმის ტომის ძახილი. მათი ენა ჯუნგლური ნაკადულთან ჩამუხლული დაბოლილი შამანი მაწვდის რაღაც სითხეს და მაგდანა და მისი ლურჯა მოდიან მაწვნის გასაყიდად დილის ბაზარში. სუპერმარკეტებში შემოვლა მიხარია - სითბოა და ჭამის იმპროვიზაციული იმიტაცია. მიმიკებსაც ეტყობათ სიცივე, დაისიც ეტყობათ და ისიც, ახლა ამათი ნახვა არც ისე რო გაეხარდა მათ პატრონს. ავტობუსიდან ჩამოვდივარ და ფეხით მივემუსიკები სასეირნოდ წარმოსახული გამზირისკენ.
მაშინაც გვციოდა, მახსოვს, ველოდი დადებით პასუხს. მარტო არ ვიყავი, თუმცა შენც დაგამეგობრე ბახუსს.
გაქრა სასეირნო გზები უკან დასახევიც მორჩა. ახლა მოგონებით ვთბები, ახლა სინანული მოსჩანს.
ჩემი ღიმილი ბევრს ფიქრობს ჩემზე, როგორც მის პატრონზე. თავის გამომწვევ მიზეზებზეც; ისე, ალბათ კარგი გრძნობაა, მიზეზი რომ გაქვს, მითუმეტეს ისეთი მიზეზი, როგორიც იყო ის, ირმისფეხება.
1. ფანჯრიდან მივფრინავ და ფარდის პარაშუტით ვერეს ხეობაში ვეშვები. 2. ჩვენ შეგვეძლო სიკვდილი! რა აბსურდია მეორე ფრაზა პირველის ფონზე. არადა პირველი უფრო აბსურდია.
ეგ არის დასკვნა, უკან გაკეთებული დასკვნა - ფონები სახეს გვიქმნიან, სახეები - ფონებს. ვინ ჯანდაბაა ადამიანი ყველაფრის და ყველას გარეშე? აი კითხვა ზუსტად იმ ფილოსოფიური და უტვინო სიდიდის, როგორიცაა - ვინ არის ადამიანი ყველასა და ყველაფერთან ერთად?
"რა უცნაურები არიან ლეკვები" ვფიქრობ მე და ქათმის ძვლებს მატადორას ვაძლევ საჭმელად. და ასე მშრალად აღიწერება ჩემი და მატადორას ყოფნა იქ, სადაც უცხოდ ვართ.
*ჩემი ძაღლის სახელია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სწავლობს შეგუებას :) სწავლობს შეგუებას :)
3. "სარეკლამოდ განწირულ ყველა მონიტორში National geographic-ის ლაივებს ვუყურებ."- თითქოს არაფერი და როგორი დეტალია, თითქოს ავტორთან ერთად კითხულობ ტექსტს.
მატადორა კი იქნება მანდ უცხოდ- მონადირეა და... "სარეკლამოდ განწირულ ყველა მონიტორში National geographic-ის ლაივებს ვუყურებ."- თითქოს არაფერი და როგორი დეტალია, თითქოს ავტორთან ერთად კითხულობ ტექსტს.
მატადორა კი იქნება მანდ უცხოდ- მონადირეა და...
2. კურცჰაარი. მაგრად ევასება და ვერ ვეუბნები უარს. კურცჰაარი. მაგრად ევასება და ვერ ვეუბნები უარს.
1. ქათმის ძვლები არ შეიძლება ძაღლისთვისო რომ ამბობენ?
რა ჯიშია მატადორა? ქათმის ძვლები არ შეიძლება ძაღლისთვისო რომ ამბობენ?
რა ჯიშია მატადორა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|