ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2018


რა არს მამული?

      რა არს მამული?
              ალიკო გოგოლიძის ხსოვნას
რა არს მამული? ...
ერთი ციცქნა მჩქეფარე  გული,
მზე - ჰორიზონტზე იმედად რომ
შენთვის ანთია,
შარავანდედის უნაზესი
სხივების წნული,
,,იქორის ყივილს“ ლუკმა-ლუკმა
როცა გაწვდიან.
მამა-პაპათა საფლავები,
მომოფანტული,
ნოტიო მიწის ოხშივარი,
შენი ნატერფლით,
ღამე
ალგეთის მგლის ყმუილით
გამოფატრული.
დიდგორის ველის განთიადი
მთვარის ნატეხით.
სოფლის ბილიკი
ზღმარტლის ფესვებს ჩაჭიდებული
და გულყვითელა მოლაღურის
,,შვილო, გოგიავ!“-
წინაპართ რწმენა
ხის აბჯარში აზვირთებული,
განმანათლებლის საფლავთან რომ
დაუჩოქია.
სულ ერთი ციდა იმედი და
პატარა კახის,
დვრიტაჩაშლილი ხმლის სიმარდე,
სხივთა სიელმე,
ლომის ბოკვერი
ბაკეში რომ ხალისით დარბის,
სტუმრის ღიმილზე,
თვითონ ღიმილს ძლივს რომ იმეტებს.
გლეხის ნამუსი
დაგლესილი  ,,უხად ჭურებში,“
მარგალიტებად მომდინარე
ცრემლი მოყმისა,
,,ქალის სათხოვად“ მიმავალი
ზემოურებში
და მაინძელი,
სტუმარი რომ ჯერ არ მოყინჭდა ...
რა არს მამული? ...
ერთი ციცქნა მჩქეფარე  გული,
მზე - ჰორიზონტზე
იმედად რომ შენთვის ანთია,
შარავანდედის უნაზესი
სხივების წნული,
,,იქორის ყივილს“  ლუკმა-ლუკმა
როცა გაწვდიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები