ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2018


***

ობმოდებული აბები.
ღრიალი გამოსავალია,
ქუჩები - გადაკეტილი.
სარეკლამო აბრებს მაინც არავინ აქცევს ყურადღებას,
აფთიაქებთან ისევ სიცივით ვიყინებით და
საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ იდიოტები კანდინირებენ..
სად ვარ მე?
სად ხარ შენ?
სალამი მედროვეების ეპოქავ
და თაყვანი მედროვეებო -
თქვენ ყველაზე მაგარი ტიპები ხართ დღეს,
კურტ კობეინზე მაგრებიც კი.
ვერლიბრებს ვერიდებოდი,
ვერლიბრებიც მერიდებოდნენ
და დავდიოდით ასე ერთმანეთზე დაფიქრებულები,
არ ვსვამდით,
არ ვეწეოდით,
მხოლოდ ჩვენივე მელანქოლიაში ვიხრჩობოდით და
წარმოსახვით წისქვილებში ვფქვავდით ხორბალს.
მერე მოვიდა ზამთარი უნაყოფო
და დააობა ძილის აბები.
ამბებს სიზმრებზე ვერ მოგიყვები,
ვერც ჩემზე.
ქუჩა თითქოს მშრალია.
არსად მიშვებენ ძველი ჩიხები,
აქვე ვიძინებ და მიხარია
როცა ვიღვიძებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები