ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2018


სულის ამაღლება

ბნელ მოსახვევში შენი სული ამაღლდა ვიდრე
ქარები გგლეჯდნენ ხეებივით ჯვარცმულ მესიას
აღარ გესმოდა დაცინვა და საათებს იკლებ
დათმო სიცოცხლე, ილაჯობა და ტრაპეზია
ვიდრე იყივლებს მამალი და ბნელს გაექცევი
იპოვო შუქი გამოზრდილი შენი მიწიდან
მაგრამ ოთახის დაგმანული რუხი კედლები
გესაუბრება, ღმერთებივით გიმზერს ირიბად
ეს მიწა შენ ხარ სადაც სული აღზევდა ვიდრე
ქალაქის ხმაურს ინახავდა შენი სამყარო
როგორც სხეული, ყოველ დილით შხაპივით ივლებ
ყველა კანონებს, რომ ბოგინი გინდა დაფარო
გინდა დაფარო დაგუბული გულში უძირო
სევდა რომელმაც დაიტია შენი ცხოვრება
ეძებ სინათლეს მინავლებულს მაგრამ ნუ ფიქრობ
იპოვო სადმე ჩაძირული კატაკომბებად.
ვიდრე გაზაფხულს მოუკეცავს რუხი დარაბა
ვიდრე აპრილი იხედება კანდელებიდან
და პატრუქს გინთებს არ გესმოდეს გინდა არაფრად
შენი ცხოვრება გადაჭრილი სადენებია
შენი ცხოვრება უძიროა და მეთვალყურე
ოკეანეს რომ შეუნახავს თოთო ბავშვივით
შიგ გაშიშვლებულ შენი სულის გოგმანს უყურებ
ნაპოვნ სინათლეს, სულის თავზე ქრება არილი
ბნელ მოსახვევში შენი სული ამაღლდა ვიდრე
ხედავდი საწყისს ვით დასასრულს სავსეს ღალატით
შენ დაითმინე ეკალი და ცხოვრების დირე
და ცად აღზევდი დაცემული როგორც აბატი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები