ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2019


* * *

ხვალ რომ უჩემოდ გაიღვიძოს ჩემმა ქალაქმა,
მერცხალთა გუნდმა უჩემოდ რომ შეკრას ირაო?
გაგეცინება, იმას ვფიქრობ, ისე არა ვქნა,
გადავირიო!
ხვალ რომ უჩემოდ ჩაიაროს ქურთმა მემაწვნემ
მთელი უბანი ურიკით და „მაწვნის“ ძახილით...
სადაც ჩემი ვთქვა, ერთ-ორ სიტყვას სხვასაც შევაწევ,
თუ გავახილე,
თვალები-სავსე, სიცივით და სიცარიელით,
სადაც ვერასდროს თავსდებიან ფლიდნი, მლიქვნელნი
და როგორც უწინ, უწესო და უსაქციელო,
ვეღარ ვიქნები...
ხვალ რომ უჩემოდ წაიკითხონ ჩემი ლექსები,
(მეც ხომ ამგვარად ვკითხულობდი პროსპერ მერიმეს)
ისეც დღენაკლულს, ცივ თებერვალს დავესესხები,
დღეს, რამდენიმეს.
ხვალ რომ უჩემოდ გადავიდეს ჩემივ ქრონიკა,
მაშინ იხილეთ ცრემლნარევი ჩემი ხარხარი,
ისღა დამრჩება, წავიდე და უხმოდ მოვხიკო
ბარგი-ბარხანა...
ხვალ რომ უჩემოდ გაიღვიძოს ჩემმა ქალაქმა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები