სხეულიდან სულის გაყრა:
კაცი, რომელიც გუშინ ცოცხლობდა, ათასი ფიქრით დაწვა და მოკვდა... თან ვერაფერი ვერ წაიღო, გარდა მათარისა, ისიც-მიწისთვის, ეზოს ჭიშკარი გაიღო ფართოდ, ღჭრიალ-ღჭრიალით, სევდა გაბევრდა, და მეზობლებმა თავი მოაბეს, გასამხნევებელ სიტყვებს ცოლისთვის: "ეგ არაფერი..." "იქნება რაღაც..." "ვის არ მოსვლია..." "შენც გაიხარებ..."
და მერე, დაძარღვული კისრიდან ჩამოხსნეს ფერადი ბისერები, ჩააცვეს შავი კაბა გულდახურული და სადა - წ ე ს ე ბ ი ს ა მ ე ბ რ, ჭრელპეპლებიანი სამაჯურისგან გაუნთავისუფლეს ხელები...
კარის მეზობლებმა საქმე გაინაწილეს, დიდ ქვაბებში ჩაადგეს, შორიდან მოსული სტუმრებისთვის, ბლომად ლობიო, თევზი, პიურე, აგემოვნებენ, ბუტბუტებენ: "აცხონოს ღმერთმა, ნათელი დაადგეს, დღეისამასიქით მის ოჯახს აკმარე ჭირი, სიკეთე არგუნე..."
შესასვლელში მელოტი კაცი ზის, წინ უდევს ფულით სავსე რვეული, კალმის წკირივით წვრილ წვივებზე, შემდგარ ბავშვებისკენ უჭირავს თვალი, ეუბნება, რომ ამ ფულით შეძლებენ, იყიდონ ბევრი ტკბილეული, ვიღაც კი დანანებით ამბობს, რომ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი სესხი და ვალია...
ბავშვებს გაუქრათ ღიმილი, თამაშის სურვილი და აღარ ანცობენ... აღარ დარბიან... აღარ მღერიან... ბანგშესმულივით დგანან უძრავად, ცისფერი კესანები, მზესშეზრდილი, მთრთოლარე ფურცლებით გალობენ. ხორცი, მიწას მიებარა, სული კი ზეცაში გაიჭრა -უკვდავად!
როცა მეზობლები ხედავენ ქალს, სუსტი, არეული ნაბიჯებით, ენას აღვირივით მოზიდავენ, ამბობენ, რომ სიმართლე ეს არის, არავინ არავის არ ჩაჰყოლია და თავს აქნევენ დანანებით. მხოლოდ ბავშვებს სცემთ სასაფლაოდან, გამოყოლილი სუნი კესანის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მანანა კაკაჩიაა, სევე ბედნიერება მისურვებია! ჰა-რა-ლე, მადლობა! ანანე კიკნაძე, გმადლობ, თავისებური სუნი აქვს ყველაფერს, ასე მგონია. შეიძლება დასკვნითი ფრაზა ჭორიკანა მეზობლებისკენაა მიმართული, მაგრამ ეს ხომ რეალობაა, ასე ხდება, სამწუხაროდ!
მანანა კაკაჩიაა, სევე ბედნიერება მისურვებია! ჰა-რა-ლე, მადლობა! ანანე კიკნაძე, გმადლობ, თავისებური სუნი აქვს ყველაფერს, ასე მგონია. შეიძლება დასკვნითი ფრაზა ჭორიკანა მეზობლებისკენაა მიმართული, მაგრამ ეს ხომ რეალობაა, ასე ხდება, სამწუხაროდ!
3. საინტერესო სიუჟეტია, თითქოს ნაცნობი. არ ვიცოდი კესანებას თუ სუნი ჰქონდა, არასდროს მიგრძვნია. დასკვნითი ფრაზა ჭორიკანა წესების დამცველი მეზობლებისკენაა და არ მომეწონა :/ საინტერესო სიუჟეტია, თითქოს ნაცნობი. არ ვიცოდი კესანებას თუ სუნი ჰქონდა, არასდროს მიგრძვნია. დასკვნითი ფრაზა ჭორიკანა წესების დამცველი მეზობლებისკენაა და არ მომეწონა :/
2. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლექსის დასაწყისს და გაგრძელებეს, ცოტა სხვა დასასრული მოუხდებოდა. საერთო ჯამში არ არის ცუდი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლექსის დასაწყისს და გაგრძელებეს, ცოტა სხვა დასასრული მოუხდებოდა. საერთო ჯამში არ არის ცუდი.
1. ამ საახალწლოს სევდითაა სავსე ურაკპარაკი :( ბედნიერებას გისურვებთ ამ საახალწლოს სევდითაა სავსე ურაკპარაკი :( ბედნიერებას გისურვებთ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|