***
დასასრული არ იქნება. დასასრულთან მიხლოებაა მდგომარეობა, რასაც ყოველთვის გავურბოდი. სხვაგვარად არც შემიძლია. გერქვას ადამიანი და ეგუებოდე უსამართლო ცხოვრებისეულ განვითარებას ეს საკუთარ თავთან დამარცხებას უდრის. დღეს ექიმის დასკვნით ხელში ვტოვებდი საავადმყოფოს, სადაც ჩემდა სასარგებლოდ არაფერი ეწერა, თუმცა ისევ ისე ვიღიმოდი, როგორც მჩვევია. ისევ ის ადამიანები მხვდებოდნენ, ისევ ის სიტუაციები და მდგომარებები. ყველაფერი უცვლელი რჩებოდა. მეც ისევ ის ვიყავი ვინც ერთი საათის უკან სანამ ამ განაჩენის ფურცელს გამომიწოდებდნენ. ნურავინ იტყვის იმას, რომ ამის შემდგომ ყოველდიურმა კანონზომიერებამ რაიმე ცვლილება განიცადა. არა! ეს არ არის. ახლა გაჩერებაზე ვდგავარ და ერთადერთი რაც მაფიქრებს ეს ნაწარმოების დასრულებაა. ვერ ვიტყვი, რომ მასში მთელ ჩემს ემოციას ვდებ, პირიქით ეს მე ვარ ნაწარმოების ყოველი წინადადება, აბზაცი თუ სიტყვა. მის ჩარჩოებში გამოვემწყვდევი, როგორც ერთერთი რიგითი ეგოისტი და ამით ბედნიერებისგან ცათ ავმაღლდები. სანამ სრულიად სამყაროს არ მოვხატავ სიყვარულის ნათელი ფერებით, იქამდე დასასრული არ იქნება. ეს ჩემი ხვედრია. ეს ალბათ ღმერთმა ისურვა ასე და არა მე. მე კიდევ ვინ ვარ, რომ მის წინასწარ განზრახულ ჩანაფიქრს შევეწინააღმდეგო?! ნათელი ფერები ჩემს ცხოვრებში ის ადამიანები არიან, რომლებმაც ათასი ემოციით გამიფერადეს არსებული აწმყო. იმის და მიუხედავად, რომ მე ამას არ ვიმსახურებიდი. იმდენად ვარ აყოლილი საკუთარ ოცნებებს, რომ ერთი დღით მაინც ღვთისგან ბოძებული ძალაუფლება, რომ მქონოდა ყველაფერს გადავასხვაფერებდი ისე და ისეთ ფერებში, რომ ოდნავადაც არ დამწყდებოდა გული ხატვის ნიჭის უუნარობის გამო. საკუთარი ძალით, საკუთარი ხელოვნებით მივაღწევდი ამას. ახლა უბრალოდ სულ სხვა რეალობაა. ოცნებებისგან ასი ნაბიჯით უკან. გოგას ოპერაცია მომავალ კვირას დაიგეგმა. იქამდე კი ექიმის ნებართვით დროებით გავიყვანეთ საავადყოფოს მომაბეზრებელი ერთფეროვნებიდან. იმ საღამოს მგონი ყველაზე ბედნიერი იყო. ჯერ კინოში წავედით, უკვდავი რეტრო ფილმების ჩვენებაზე. ვნახეთ ჩაპლინის უკვდავი ეპოქა და უზარმაზარი ეკრანიდან გადმოსული მისი შეუდარებელი ემოეციებით დამუხტულებმა, დროებით გარეთ გასეირნება ვარჩიეთ. გზად ათასგვარ კითხვებს გვისვამდა მე და მარიამს, რაზეც ერთიორად გვიმხიარულებდა დღეს. ჯერ ერთ-ერთ კაფეში შევჩერდით, რომელიც კინოს მახლობლად, ქუჩის გადაღმა ასევე რეტრო სტილში იყო საინტერესოდ გაფორმებული. მისი კედლებიდან ვინ თუ არა, ისევ ჩარლი ჩაპლინი გვიმზერდა თავისი სევდანარევი ღიმილით. გოგასთვის ტორტის გემრიელი ნაჭერი შევუკვეთეთ და თან მის ბავშვურ და ბედნიერ სახეს თვალს ვერ ვწყვეტდით. ვამჩნევდი, რომ ჩაპლინის სურათს თვალს ვერ აშორებდა. წამით, მარიამს გავხედე და მაშინვე ორივემ გოგასკენ გადავიტანეთ ყურადღება. -მოგეწონა ჩარლი ჩაპლინი?-ვკითხე მას. -ჩარლი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის სახლში. არადა ახლაც ყველას უყვარს, წარმოიდგინე მთელმა მსოფლიომ იცის ჩარლი ჩაპლინი. ღმერთმაც იცოდა მასზე, მაგრამ ის გარდაიცვალა. ცოტათი გაკვირვებულები დავრჩით თუ საიდან იცოდა ასეთმა პატარა ბიჭმა ჩარლი ჩაპლინის შესახებ ამდენი რამ. მარიამს ღიმილი სახეზე შეაშრა, თუმცა ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. გულიანად ვიცინე, გოგას ასეთ სერიოზულ და დამაჯერებელ საუბარზე. -შენ საიდან იცი ამდენი რამ? -მაინტერესებდა და დედას ვკითხე. ის კი არაფერს მიმალავს ხოლმე. -სამაგიეროდ ჩარლი დღემდე ახალისებს შენნაირ ცნობისმოყვარე ბავშვებსაც. -უთხრა მარიამმა. -მაინც არ მესმის არაფერი. -მკითხე რაც გინდა. -ესეიგი რა გამოვიდა?! კარგი ხარ, ცუდი ხარ, კეთილი თუ ბოროტი მნიშვნელობა არ აქვს? -რა შუაშია?-ამჯერად სულმთლად დაგვაბნია. -ღმერთი მაინც წაგიყვანს თავისთან გინდა ჩარლი იყავი და გინდა ჩაპლინი.-ცარიელი თეფში გვერდზე გააცურა და სკამიდან ჩამოხტა. -თეატრში მინდა, ოღონდ ისეთ თეატრში, აი... დიდები, რომ დადიხართ. სერიოზულ სპექტაკლზე. სიჩუმე მალავე დავარღვიე. ხელი მოვკიდე და ისევ გარეთ გავედით. წინ მირბოდა, ხტუნაობდა და თან ყოველ გამვლელს გულიან სალამს ეუბნებოდა. არც კი ეტყობოდა, რომ რამის ეშინოდა იმისდა მიუხედავად, რომ ოპერაციის თარიღი ახლოვდებოდა. ის ხომ ბავშვია და ბავშვურადაც აღიქვამს ყველაფერს. ან ვერც აღიქვამს მთლად ყველაფერს. მის ბოლო სიტყვებზე დავრწმუნდი, რომ არც თუ ისეთი გულუბრყვილოა, როგორც მის თანატოლებს სჩვევიათ. მოკლედ, "დიდების" სპექტაკლსაც დაესწრო და იქიდან გამოსული ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. მიხარია თუ დროებით მაინც შევძელი დავიწყებოდა საავადმყოფო და მისი პალატაც. ქალაქში კი არ სეირნობდა, არამედ ყირაზე გადასვლას უფრო დავარქმევდი ამას. ფერად-ფერადი და ბრჭყვიალა ვიტრინები მის ყურადღებას მალევე იქცევდნენ. არც ერთი ტანსაცმლის მაღაზია არ დაუტოვებია უყურადღებოდ. რაც ყველაზე საინტერესოა ის არის, რომ მაინც და მაინც უფროსი მამაკაცების სექციებისკენ გარბოდა. ხან პიჯაკი მომაწოდეო, ხან ჰალსტუხი მოიზომა. კლასიკური ფეხსაცმლის მოზომვაც სცადა, თუმცა ამაოდ. ყველაფერი დიდი ჰქონდა, რაც ისედაც იცოდა, მაგრამ ინტერესი ხომ ინტერესია?! არც მარიამი დაბნეულა, უფრო მეტიც. აქეთ ეხმარებოდა გოგას საუკეთესოს არჩევაში. ბოლოს ჩემსკენ მობრუნდა რჩეული პიჯაკით ხელში და თამამად განაცხადა, რომ როცა დიდი გაიზრდებოდა სამსახურში სწორედ ასეთი პიჯაკით ივლიდა. ღმერთო ნეტავ იცოდეს მაინც თუ რა უსაზღვროდ მიყვარს ეს არაჩვეულებრივი ბიჭუნა. დღის ბოლოს გოგა საავადმყოფოში მივიყვანეთ. ვუყურებდი და კიდევ უფრო მეტი ემოციებით ვივსებოდი თუ, როგორი აღფრთოვანებული უყვებოდა დედამისს მთლიანი დღის შესახებ. უკანა გზაზე მე და მარიამიც საკმაოდ გავერთეთ საუბარში. მივუყვებოდით ქუჩებს, რომლებმაც თითქოს ჩვენთან ერთად მიიღეს ემოციური დატვირთვა. მანქანების ხმაური, მომღიმარე სახეებით სავსე კაფეები და თბილისური ქაოსი არ ჰგავდა ქაოსს. ეს მხოლოდ ახლა. მასში პირველად ვიგრძენი ის სიცოცხლე, რომლის სწრაფი დინამიკაც მუდამ თან სდევს წლებს. ქალაქი არ ბერდება, ის დროს უსწრებს. ეჭვგარეშეა, რომ დიდი სიამოვნებით გავხდებოდი იმ ისტორიის, თუნდაც მცირედი ნაწილი რასაც თბილისი ჰქვია. არც რომელიმე ქუჩის სახელი და არც რომელიმე ხიდის. უბრალოდ ისტორია ადამიანზე, რომელზეც იტყოდნენ, რომ... იცით! მას სწორედ ამ ქუჩაზე უყვარდა სიარული. ლაკონურად... უბრალოდ უყვარდა.
***
მოგვიანებით მის სახლთან შევჩერდით, ჩემსკენ ფრთხილად მოტრიალდა და მოულოდნელად მაკოცა. მისი ბაგეების სიტკბოებამ წამით მომწყვიტა გარე სამყაროს. სხეულზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. წელზედ ხელი მოვხიე და მკერდზე უფრო ძლიერად მივიკარი. საოცრად ნაზი სურნელი სდიოდა მის თმებს. როგორც იტყვიან, ყოვლად უნაკლო იყო ჩემთვის. ბედნიერებისგან ერთიანად ავივსე და თან ათასგვარმა ფიქრებმაც არ დააყოვნეს. ნებისმიერი მამაკაცი ისურვებდა ჩემს ადგილზე ყოფნას მაგრამ მე არა. საკუთარ სინდისთან არ ვიქნები მართალი თუ ამ ყველაფერს წერტილს არ დავუსვამ. გრძნობები ნივთებივითაა, ყველაფერს თავის ადგილი უნდა მიუჩინო. მე კიდევ სრული იდიოტივით ორ არაჩვეულებრივ მანდილოსანს შორის ვდგავარ და არც კი ვიცი, რა ჯანდაბა მინდა. თან იმის გაფიქრება, რომ მე ის არ მიყვარს უფრო დამნაშავედ მაგრძნობინებს თავს. ის თავს არ ზოგავს ჩემს გასაბედნიერებლად, მე კიდევ ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ნანკას და მისი სიგიჟე როდის დამავიწყებინებს საკუთარ არსებობას. მდგომარეობა მომენტალურად შეიცვალა, როდესაც სახლის კარები მისმა მშობლებმა გააღეს. ალბათ ერთმანეთის მოფერებამ ძალიან გაგვიტა და ვერც კი შევნიშნეთ თუ რამდენი ხანი უყურებდნენ ჩვენს ამ რომანტიულ სცენას. უხერხულობამ კი მაშინ მიაღწია პიკს, როდესაც კარების ზღურბლთან დიდი ხნის დავიწყებული სახე გამოჩნდა. -იმას აღარ გკითხავ თუ როგორ ხარ... ისედაც აშკარაა, რომ კარგად. -ლუკა?!-ხელები სწრაფად გამიშვა და თითქოს ერთიანად გადასხვაფერდა. -გამარჯობა, მარიამ- კიბეებზე მშვიდი ნაბიჯებით დაეშვა და სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ სადღაც გავქრი და გაუჩინარება დავიწყე. ყველას ყურადღება ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი მამაკაცისკენ იყო მიმართული. საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად შემზიზღდა, რადგან ნამდვილი იდიოტივით ვიდექი. -როდის ჩამოხვედი?-ჰკითხა, მარიამმა. -ლუკა... -ზედაც კი არ შეუხედავს მისთვის. ხელი გამომიწოდა, თუმცა აშკრად იგრძნობოდა, რომ მომხდარისგან უკმაყოფილო ჩანდა. -ლევანი. -ალბათ ჩემზე არაფერი უთქვამს?! -იქნებ შინ შევსულიყავით...-უსიამოვნო პაუზა მარიამმა დაარღვია და ყველანი სახლისკენ დავიძარით. სახლში შესულებს მოკრძალებული სუფრა დაგვხვდა გაშლილი და ზედ ნახევრად ცარიელი ღვინის ბოთლი. აშკარა იყო, რომ სტუმარი დიდი ხნის მოსული იყო მათთან. ერთგვარი გაცნობის საღამო შედგა, რადგან მის მშობლებს პირადად აქამდე არასდროს შევხვედრილვარ. საკმაოდ თბილი და უშუალო ხალხი ჩანდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდი მარიამის მეგობარზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა და იშვიათად თუ გამოხედავდა მარიამს, რომელიც ჩემს გვერდით იყო. ვატყობდი, რომ გვერდით მყავდა, მაგრამ მე აღარ მეკუთვნოდა. მღელვარებისგან ხელისგულებიც კი გაუოფლიანდა. ლუკამ ბოლო ჭიქაც გამოცალა და მხოლოდ ამის შემდგომ ჩაერთო საუბარში. ეტყობოდა, რომ სასმელი უბრალოდ გამბედაობისთვის სჭირდებოდა. -არ იკითხავ აქ რატომ ვარ? -როდის ჩამოხვედი?-გაუმეორა, მარიამმა. -დღეს დილით. შენთან შეხმიანებას ვცდილობდი. -მისამართი საიდან გაიგე? -მარიამის ამ კითხვაზე, ლუკამ მის მშობლებს გახედა. -მადლობა შენს მშობლებს. დასამალი აღარაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ხშირი მიმოწერა გვქონდა ერთმანეთთან და ჩამოსვლის მიზეზიც გამოჩნდა. -დედა... -უკმაყოფილოდ გახედა თავისიანებს. -მარიამ ჩვენ გვინდოდა რომ... -აღარ აქვს მნიშვნელობა - ცივად წამოდგა და ოთახიდან გავიდა. -იქნებ ის მაინც მკითხო მიზეზი რა არის?- ლუკაც ფეხდაფეხ გაჰყვა უკან. სასმელი აშკარად მოკიდებოდა, რადგან უკვე ფეხიც კი ეშლებოდა. მათი ხმამაღალი საუბარი შორიდან ისმოდა. მოთმენა ყოველთვის არ ყოფილა კარგი. სწრაფად წამოვდექი და მათკენ წავედი. სამზარეულოში შესულს კი ნამდვილად არა სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა. მარიამის ხელები ძლიერად ეჭირა, რათა მისთვის არ დაერტყა და მთელ ხმაზე ყვიროდა. შემდეგ აღარაფერი მახსოვს. თითქოს ჩემს წინ ყველაფერი დაბნელდა. როდესაც გონს მოვედი, ლუკა ძირს იწვა, ხოლო მარიამი ხელით ცდილობდა მისთვის ცხვირიდან წამოსული სისხლი შეეჩერებინა. -რა გააკეთე?- აკანკალებულმა ამოიხრიალა. ასეთი არასდროს მენახა. -ხელი გამიშვი თუ ღმერთი გწამს. -ხელი უხეშად გააშვებინა და იქაურობას გაეცალა. რაც მოხდა ისიც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ აყალმაყალის მიზეზი ხომ მე არ ვყოფილვარ?! მარიამისთვის არაფერი მითქვამს. ვარჩიე ყველაფერი ისე დამეტოვა, როგორც იყო. მის მშობლებს ბოდიში მოვუხადე და იქაურობა დავტოვე. ლუკა ეზოში დამხვდა. ეტყობოდა, რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი, რაც მთელი იქ ყოფნის დროს ყელში მძიმედ ეჩხირებოდა. -აქ, გოგას გამო ჩამოვედი... -გოგაზე ვინ გითხრა?- მივუახლოვდი და თვალი თვალში გავუყარე. -მარიამი ამას არ გეტყოდა. -მე არ ვიცი თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან, მაგრამ მისმა მშობლებმა ყველაფერი მითხრეს გოგას შესახებ. მე და მარიამი ერთად ვსწავლობდით სამედიცინოზე. მოკლედ, მე შემიძლია გოგას დახმარება და საჭირო დონორის მოძიებაშიც მე მივიღე მონაწილეობა. ეს ყველაფერი კი მარიამისთვის გავაკეთე. -შეყვარებულები იყავით? -შენი ურთიერთობა მასთან პირობითია, ზედაპირული. შენ გგონია ვერ შევამჩნიე თუ რა ხშირად სვამ წყალს. შენი სახეც, როგორი ძალა გამოცლილი და ფერმკრთალია. შენ ავად ხარ, ლევან და ჯობია თავი გაანებო ამ გოგოს. -შე ნაბიჭვარო...-პირველივე დარტყმისას ძირს აღმოჩნდა, თუმცა მალევე წამოდგა და საპასუხო იერიშმაც არ დააყოვნა. სახლის წინ ნამდვილი ხელ ჩართული ჩხუბი მოეწყო. არც ერთი არ ვინდობდით ერთმანეთს. ყველაფრის დასრულება მხოლოდ მარიამის მამამ შეძლო, რომელიც ჩვენ ორს შორის ჩადგა. ამის შემყურე მარიამი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. მიხვდა თუ რა ცინიკოსია ცხოვრება, რომელსაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება ზუსტად ერთ წუთში შეუძლია. ახლა სწორედ ის აღმოჩნდა ორ ქარცეცხლს შორის და არა მე. ხელით სახიდან წამოსული სისხლი მოვიწმინდე. სწრაფად გადავხედე ყველას და ხმა ამოუღებლად დავტოვე იქაურობა. რაც ყველაზე საინტერესოა ის არის, რომ მარიამი არ გამომყვა. სხვა დროს ასე არ მოიქცეოდა. ახლა კი, როგორც ჩანს ყველაფერი სხვაგვარადაა. არც უნდა მიმექცია ამისთვის დიდი ყურადღება, რადგან თავადაც გამოუტყდი საკუთარ თავს, რომ მე ის არ მიყვარს, თუმცა ვერც იმას უარყობ, რომ მისმა უმოქმედობამ გამაკვირვა. იმ ღამით სახლამდე ფეხით ვიარე. ცოტა განაალაზება მჭირდებოდა იმის რაც მოხდა. იმდენად სწრაფად ჩაიხლართა ყველაფერი, რომ კარგად დადგმულ სპექტაკლზე წარმომედგინა საკუთარი თავი. რა საერთო უნდა ჰქონდეთ მის მშობლებს, ლუკასთან ან პირიქით ლუკას გოგასთან?! უსიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელზეც ღელავ და დარდობ, მოულოდნელად იმის ხელში აღმოჩნდა ვისაც ფეხებზე ჰკიდია და მოცემულ მდგომარეობას პირადი ცხოვრების დასალაგებლად იყენებს. თითქოს ჩიხში მოვექეცი, რომელსაც არც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გააჩნდა.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიუხედავად იმისა , რომ ძალიან სევდიანი, ემოციური ამბებია აქ, ნაწერი მომეწონა! მიუხედავად იმისა , რომ ძალიან სევდიანი, ემოციური ამბებია აქ, ნაწერი მომეწონა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|