ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2019


უპასუხონი

ნინო დარბაისელი

უპასუხონი
- - - - -

ვაკვირდები მე ჩემს თბილისს,
არა ბონს და ბადენ-ბადენს,
ყველაფერი ცრემლებს მადენს,
ყველაფერი "კითხვებს ბადებს".

იგინება ირგვლივ ყველა.
იძახიან: იმ ჩემს...! ამ ჩემს...!
თვით სარჩენი არჩენს სარჩენს.
ყველაფერი "კითხვებს აჩენს".

ცივ ქუჩაში ჰყიდის ლიმონს,
ვინც ლოგინში უნდა იწვეს.
გულში ნასობს ვებრძვი ხიწვებს.
ყველაფერი "კითხვებს იწვევს".

ნანგრევებში ძველი ავტო
მირახრახებს, მორუხრუხებს
და სახეებს ვხედავ რუხებს.
ვინ რად გვიჭერს ამ მარწუხებს?
ვეკითხებით, რაც გვაწუხებს,
ჩვენთვის - ძუნწებს, სხვისთვის - უხვებს,
მაგრამ არ ჩანს,
მაგრამ არ ჩანს,
არსად  არ ჩანს  მოპასუხე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები