ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2019


ახლა სიცივეა შესაყვარებელი

...ახლა მხოლოდ სიცივეა შესაყვარებელი,
ახლა მხოლოდ სიბნელეა შესაყვარებელი,
ახლა მხოლოდ სიკვდილია შესაყვარებელი.
ის კი ისეთია, 
ღრმა და დიდებული,
ალბათ არ ეყოფა ნარჩენი ზამთარი,
ერთი გაზაფხული,
ერთი ხვატი,
ერთი შემოდგომა.
ჰოდა, ჩემო ცარიელო გულო,
დროა, რომ იჩქარო,
რაც ღირს ამად
ის რომ შეიყვარო,
აღარ გაწბილდები,
თავს არ გაგრძნობინებს
ფოსტის ყუთის ძელზე
თოკგამობმულ ლეკვად, 
არც თვალების დათხრას
განატრებს
და არც აორთქლებას...
არას დაგპირდება,
მაგრამ დაგახვედრებს,
რასაც ელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები