 | ავტორი: დერვიში ჟანრი: იუმორისტული 22 იანვარი, 2019 |
(ნაკლებად იუმორისტული ლექსი)
მსოფლიო შიმშილი: ბარდა და სოიო, მსოფლიო შიმშილი ბატონობს მიწაზე... ფასს კარგავს მუნკი და ჯოტო და გოია, ფასს კარგავს რემბრანდტი, დალი და პიკასო. მსოფლიო შიმშილი: ბონში და ტალინში, მსოფლიო შიმშილი ბატონობს რუკაზე... ფასს კარგავს ზიკო და პელე და გარინჩა, ფასს კარგავს ბესტი და კანტონაც-უხამსი. მსოფლიო შიმშილი მსოფლიოს წალეკავს, ასეთ დროს მსოფლიო ხომ უნდა არცხვინო?! არ შეგვრჩა სასმისი, ფუთი და ჩარექა, არ შეგვრჩა აღარსით, არც ჭაჭა, არც ღვინო. მსოფლიო შიმშილი, ჭირი და ქოლერა, მსოფლიო შიმშილი, მიდი და ეტაკე, ფასს კარგავს ტანგო და სალსა და ბოლერო, ფასს კარგავს ფლამენკო, ჯიგა და სირტაკი. მსოფლიო შიმშილი, შელბურის ქოლგები, მსოფლიო შიმშილი, წვიმების წინაშე, ნანგრევებს მივათვლი ციხეთა ქონგურებს, ნანგრევებს მივათვლი ციხეთა მირაჟებს. მსოფლიო შიმშილი: ბარდა და სოიო, მსოფლიო შიმშილი ბატონობს მიწაზე... ფასს კარგავს მუნკი და ჯოტო და გოია, ფასს კარგავს რემბრანდტი, დალი და პიკასო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მე მომეწონა მე მომეწონა
5. ნე გეშინიათ, დერვიში უკეთესებს დადებს :) ნე გეშინიათ, დერვიში უკეთესებს დადებს :)
4. დერვიში უკეთესებს დებს ხოლმე ისე რა :( დერვიში უკეთესებს დებს ხოლმე ისე რა :(
3. ნუ იშინები რაა? :)
ნუ იშინები რაა? :)
2. გასწორდების :) გასწორდების :)
1. სრული გაუფასურება.
შერბურია ის :)
სრული გაუფასურება.
შერბურია ის :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|