ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2019


შენი სხეულის ნაწილებზე ამოსული ბალახები

დღეს შენს საფლავზე ვიყავი,
ხელცარიელმა მოგაკითხე.
ამოსული სარეველა ბალახები ამოვგლიჯე მიწიდან,
შენი სხეულის ნაწილებზე ამოსული ბალახები...
ხელები სულ დამესერა,მაგრამ ეს უმნიშვნელო ტკივილი იყო იმასთან შედარებით,რასაც შენი საფლავის ყურება მანიჭებდა...
სხვა საფლავზე ვიღაც ლოთები დამსხდარიყვნენ და გულიანად ხარხარებდნენ სულელობებზე...ალბათ შენც ინატრებდი იგივეს,ოღონდაც ასე მარტო არ დაეტოვებინე ადამიანებს...საკუთარ თავთან...
რაც წახვედი ისე დავშორდით...ვეღარ ვიცლი მოგაკითხო და მოგიყვე ჩემი უაზრო დღეების შესახებ,თანაც...ხომ ვიცი რომ მუდამ ჩემთამ ხარ...აქ...გულში...
ოთახის კარებს რომ ვხურავ და მუხლებმოკვეთილი ვეცემი ხატებთან სალოცავად,ვგრძნობ როგორ სუნთქავ...არ ჩანხარ მაგრამ შეშლილივით მივიხედავ ხოლმე აქეთ-იქით და მეძებარი ძაღლივით თითქოს შენი სურნელის აღქმას ვახერხებ...ჩემ ზურგს უკან დგახარ ყოველ დღე...ყველა ლოცვისას!და ღმერთზე უფრო,შენ გესმის ჩემი ვედრება...ყოველ დილას როდესაც პირველად თითებს ავამოძრავებ საკუთარი სიცოცხლის დასამტკიცებლად,ვხვდები რომ ჩემი ვედრება გესმის და ძალას მაძლევ ავდგე და საკუთარი არსებით დავტკბე,რომ არ დაგივიწყო...შენ ხომ ამისთვის იბრძოდი.დამრჩენოდა შენი სახელი გულში...
მიყვარხარ და ისე ძლიერ მენატრები ჩემო მოხუცო...
ისე ძლიერ...
და ისე ძლიერ...
რომ არაფერი ეშველება ახლა ამ გრძნობას...
მონატრებაა,რომ არ ხარ და ისევ მოგელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები