ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2019


ტკბილმწარე

...და ჰა , 
ნაგემი ცოდვის  ნაყოფი:

არც ისე ტკბილი გამოდგა შენთვის,
არც ისე მწარე აღმოჩნდა ჩემთვის.
უფრო არაფრისმთქმელი, -
ორივესთვის თითქოს ტკბილმწარე,
მანამდე,
ვიდრე სხვა განსაზღვრებას,
ან ეპითეტს შევუფარდებდე,
იყოს ტკბილმწარე!

ასე ყოფილა,
ასე გამოდგა,
თვალსაჩინო მაგალითად გამოგვადგება ,
რომ რასაც მსხვერპლად გავიღებთ,
არ შეიძლება
ყველაფერი ჩაითვალოს ვალის დადებად!

რაც ზუსტად ვიცი
ის არის რომ,
უმალ გადაგღლის,
გამოგფიტავს
გაფიქრებინებს,
თითქოს იგივე ქარი შეძლებს
შენი სიმშვიდის კარის შელეწვას.

ეჭვის მარცვლებად ჩაგეპნევა გულმუცელში ,
ამოიზრდება,
ხელზე დაგიხვევს ,
თუ საკუთარ თავს
არ გაამხნევებ,
არ ჩაიღიმებ
და არ იტყვი :
არა! ეს მე არ შემეხება!

იმ ფიქრისთვისაც
ბოდიშს გიხდი,
პატიებას გთხოვ,
რომ თითქოს
შურის საძიებლად გამოგიყენე.

მე კი  დღეიდან
უარს ვამბობ უფალს ვუხმობდე,
შევდივარ  ტბაში  ყელამდე
და ცრემლით ვაბევრებ,
იქამდე,
ვიდრე სრულად არ გადამფარავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები