| ავტორი: აგრო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 თებერვალი, 2019 |
შინაგან სიახლოვესთან ერთად არსებობს ფიზიკური სიახლოვეც. პირველთან შედარებით, თითქოს ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც აუცილებელი. ერთია როცა იცი რომ ის სადაც არ უნდა იყოს, მაინც ერთად ხართ, მაგრამ მეორეა როცა ჰაერივით გჭირდება მისი დანახვა, შეხება. იცი რომ რაღაც აწუხებს და შენ ამ დროს შორიდან ცდილობ დაამშვიდო, იზრუნო, მოუარო.ხვდები რომ ამ მომენტშო შენ თავს ატყუებ და რეალურად შენც ბანალურ სიტყვებს ეუბნები, ეუბნები ისეთ გაცვეთილ სიტყვებს რასაც ნებისმიერი სხვა იცი რომ ისედაც ეუბნება. ამ დროს უბრალოდ უნდა იყო მის გვერდით, უსიტყვოდ ეჯდე გვერდით რომ როცა მოუნდება ტკივილის გადასაფარად, უბრალოდ ხელი ხელზე მოგიჭიროს, თავი მუხლებზე დაგადოს, უბრალოდ იგრძნოს რომ აქ მისთვის ხარ და არ მოუწიოს გაცვეთილი სიტყვების მოსმენა, შემაწუხებელი, ყურადღების გამომხატველი, ზრდილობისთვის ნათქვამი "უკეთ იქნები მალე" "ცოტაც გაუძელი".
მე აქ ვარ, ისევ შორს მაგრამ მაქსიმალურად ახლოს როგორც შეგვიძლია. მე აქ ვარ სადაც შენი სუნი ტრიალებს ჩემთვის და იმედი მაქვს რომ ამ წამს გრძნობ ოდნავ შვებას. თუ ასეა იცოდე რომ შემიძლია აქ გაუნძრევლად ვიდგე,არც შემცივდეს, არც დავიღალო და ღიმილიანი სახით გავაყოლო მზერა გამვლელებს, რომლებიც შეშლილად მომნათლავენ. მე აქ ვარ, ისევ შორს მაგრამ ჩვენ ორისთვის ყველაზე ახლოს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|