ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
7 თებერვალი, 2019


ღმერთმა დალოცოს ამერიკა!!!

მოგმართავ შენ ვინც ახლა ამას კითხულობ...
განა მართლა...
სხვათაშორის მე სკოლიდანვე მასწავლიან იმას რომ ჩემი დრო რაც შეიძლება სარფიანად უნდა დავაბანდო.
რა სჯობს იმას როდესაც შენი ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც არ დაავიწყდებათ შენს შთამომავლებს და სიყვარულით გაგიხსენებენ?? რა ჯობია იმას რომ მთელი მოღვაწეობა ლიტერატურის, ქვეყნის, მეცნიერების და ა.შ. განვითარებას მოახმარო. წარმატებული ადამიანი გახდები, მერე ხომ იცით ისეთ დროში ვართ რაიმე დაავადება შეგეყრება, დიდი ალბათობით ეს სიმსივნე იქნება, ხოდა წარმატების თანმდევი ღიპი ნელნელა გაქრება, სულ ჩამოხმები, დადნები, სიფრიფანა ქაღალდივით გახდები, ძვალი და ტყავი დარჩები. დავაკვირდეთ ჯერ წარმატებული უნდა გახდე მერე კიბო უნდა შეგეყაროს და უნდა გახდე.. ეს ორი გამოვყავი, მაგრამ ისე ძალიან ბევრი გახდომაა ჩვენს ცხოვრებაში. ყველაფერი უნდა გავხდეთ, რადგან არაფერი ვართ ამჟამად. მთელი ცხოვრება თავში გიტენიან რომ არაფერი ხარ შრომის, ცოდნის, განათლების გარეშე... დიახ, მე პირადად ახლა მართლაც არაფერი ვარ, რადგან ვხდები რაც ვარ. ვხვდები რომ აღარ ვარ რადგან ჩემი არსებობა შევიგრძენი, შენ კი ხარ!!! შენ კი გგონია, არა არ გგინია, შენ დარწმუნებული ხარ რომ ხარ რადგან ვერ გრძნობ ამას, ვერ გრძნობ რომ არსებობ, ანუ ვერ გრძნობ შენს არარსებობას.ჩახლართული სიტყვები სულაც არაა სიბრძნე, ჩახლართული სიტყვები ბევრი ჭამისგან და მუცელში ფუნის დაგროვებისგან გადახლართულ ნაწლავებს გავს, უეცარ ფიზიკურ მოძრაობას რომ ვერ უძლებენ ხოლმე, ანდაც ვერ ეგუებიან.
  არადა მახსოვს რომ ვიყავი. ბავშვი ვიყავი და ცხოვრებამ ძალით გამომათრია ამ ყოფიდან. გამომათრია და მაშინვე დამიწყო სწავლება რომ ბავშვივით კეთილი უნდა იყო, ბავშვივით ჰუმანური, ბავშვივით მოსიყვარულე, ბავშვივით თავისუფალი, ბავშვივით დამჯერი.. კი ბავშვი თავისუფალია მაგრამ თუ მშობელმა არ მოუარა თავს რამეს მოწევს, კი ბავშვმა უნდა დაუჯეროს მშობელს. ჩვენც ბავშვივით დამჯერები უნდა ვიყოთ, რადგან თავისუფლებით შეიძლება რაღაც მოვიწიოთ, ამიტომ დაუჯერეთ, დაუჯერეთ, დაუჯერეთ დიდ ძმას. ვინაიდან ის დიდია... და თუ დიდია  ალბათ დიდი ტრაკიც აქვს, ხოდა აბა ჩვენ უტრაკოები რას გავაწყობთ მასთან.
წარმატებული გავხდი!!! დავძლიე ის რაც მთელი ცხოვრება მტანჯავდა... რაც თავი მახსოვს ისე არასოდეს გადამიფურთხებია ფეხსაცმელზე, რომ ერთი წვეთი მაინც არ დაცემულიყო ზედ და დღეს შევძელი. ეს ნამდვილად წარმატებაა.! გული სიხარულით მაქვს სავსე. ვიცი სხვებიც იგრძნობენ და აღიარებენ ამას.! დროა ხალხმა შემამჩნიოს! მეტრო.. მეტრო.. გაჩერება.. გაჩერება... ტვალეტ... ტუალეტ... ტუავალეტ.. wc... 00.. მაღაზია.. მაღაზია დავდივარ და შენც არ მომიკვდე ვერავინ ვერაფერს ამჩნევს. სიხარული ისე გადაიქცა სევდათ ვერც კი აღვიქვი. სევდა სისხლში გამიჯდა, ერითროციტებს ის ჟანგბადთაბ ერთად დააქვთ და ვფიქრობ რომ.სწორედ ჟანგბადივით მჭირდება ხოლმე. ტკივილმა სახეც პირქუში გამიხადა. ამით მსოფლიო სევდის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანე. მე მათ დავემსგავსე! მე სიცილი აღარ შემიძლია, მხოლოდ ზიზღი. ჩემი, ანუ ყველასი. სამაგიეროთ სევდა აღმამაღლებს, საკმაოდ ღრმა და აზრიანი თვალები მიჩანს მოწყენისას.. კიდევ კარგი ასეთი თვალები მაქვს და ეს მაინც მიმშვიდებს გულს..!
მზესავით მენატრება ღიმილი , წრფელი , სუფთა, მზესავით, მზესავით, მზე საით ჩადის და იქით მხარეს ძმა.. არაფრის რა მადლობა.. ხო ბათუმიც მაინთაა.. აბაა ჰეე... სკოლის დამთავრებას ჩემში არანაირი ემოციური ძვრები არ გამოუწვევია, ნუ ბაზარი არაა კარგი ჩაქაფული იყო ქეიფზე, მაგრამ მე ქურდი ბიჭის და უფრო მახსოვს, ნუ დავიკიდეთ ...მთავარია რომ ამ რაღაცას ბევრი მილოცავდა გადაფურთხების დახვეწა კი არავის შეუმჩნევია... მოიცა თუ ძმა ხარ, აუუ მოგცლიაა რაა, რეებს ბაზრობ შეჩემისა, გააჯვი რაა... ეს კი მათი პასუხებია ვისაც ამაზე მივუთითე. ეს წარმატება არავის სჭირდება თურმე.. იმიტომ არ სჭირდება არავის რომ მხოლოდ ჩემია, მხოლოდ ჩემი, ჩემი, შენი, შენი და სხვა არავისი. ასე რომ უმნიშვნელოა... მე პაპაჩემზე წარმატებული კაცი არ მინახავს, მაგრამ რად გინდა?! კაცი ისეთი წარმატებული იყო, რომ თავისი წარმატების სხვისთვის გაზიარების მიზეზსაც კი ვერ ხედავდა..რადგან მისი იყო.. სხვა ვერ დაიტევდა. ახლაღა ვხვდები რომ მისი ღირსები არ ვიყავით... არავინ მის გვერდზე მყოფი.. პაპაჩემმა ერეკლე მეფეზე მეტ ბრძოლაში გაიმარჯვა.. პაპაჩემი მყეფარ ძაღლებს ქვებს კი არ ესროდა, მოიჩვევდა და ეფერებოდა ხოლმე, ამით თვითონაც კმაყოფილი იყო, ვინაიდან ძაღლები უყვარდა, და ძაღლებიც კმაყოფილები იყვნენ, რადგან ეგონათ რომ ეს ფერება მათი ყეფის შედეგი იყო..
გუშინ ინტერნეტში დავძვრებოდი, მერე წელში გავიმართე და ისე შევაბიჯე. თურმე გრემი არის დაჯილდოვება რომელიც უკვე 60 წელია მუსიკის ხარიხს განსაზღვრავს... მერე გრემის ისტორიას გავეცანი, თურმე ჯეი ზის 4.2 ჯერ მეტი გრემი აქვს მოგებული ვიდრე დევიდ ბოუის და მის სიმღებს 21 ჯერ მეტი გრემი (მუსიკის ხარისხის განმსაზრვრელი ჯილდო თუ სწორად აღვიქვი) აქვს აღებული ვიდრე ზეპელინებისა და ფლოიდებისას.. ჯეიზის სიმღერები ჩვენი ტვინისთვის საზრდოა, პურია..! ეს უკანასკნელები კი ქვებია... როდესაც პურს ვჭამთ მას მოვინელებთ, ხოლო როდესაც ქვებს ვყლაპავთ ქვების სახითვე ვუბრუნებთ სამყაროს... სწორედ ამიტომაა რომ პური ნეხვად იქცევა ქვა კი ქვად დარჩება..თუ მაინდამაინც მოგვინდა რომ ქვა გავითავისოთ, ალბათ ათასჯერ მაინც უნდა დავაბრუნოთ ფაშვში... მაგრამ ის ნეხვი მაინც არ გახდება, ის აქეთ გვაქცევს ქვად!. ჩვენი ტვინი კუჭად იქცა!!! ჩვენი ტვინი კუჭია!!! ჩვენი ტვინს სძაგს რასაც ვერ ინელებს !!! ჩვენს ტვინს მალე პურის მონელებაც გაუჭირდება... ამიტომ ვფიქრობ რომ მომავალში ძროხის ფუნას ხორბალს კი არ დავუყრით ძირში რომ პური მოგვცეს, რომ ვჭამოთ და რომ მოვინელოთ და შემდეგ ისევ ხორბალს დავუყაროთ.. არაა, რადგან აღარ შეგვეძლება პურის მონელება პირდაპირ მონელებულს მივეძალებით, რომ ვჭამოთ, რომ მონელების კვადრატში გავუშვათ და კუბისთვის მოვამზადოთ... აქ კი ქვა გდია ზედ ეპიტაფიაა, მაიორი ტომის ყოფილა ეს საფლავი...ლუდით და თონეში ჩაკრული პურით ვუხსენე სული...
ასეთია სამყარო... ხოდა მინდა იქ წასვლა სადაც საარამყაროა. სადაც შემეძლება გავაფრინო ფრანი, გავაფრინო ქარალდის გემი, გავაფრინო ფლოსტი იმ მოთამაშისკემ ვინც პაიკებს არ აფასებს, გავაფრინო ზაზუნა თუთიყუშის გალიიდან, გავაფრინო ჩემს გემოზე. ამაზე დავფიქრდი და ენაზე ვიკბინე.... ჯანდაბას!.. მარწვის გემოზე გაფრენაზეც თანახმა ვარ... ხოდა რახან აქამდე გამოგყევი მოდი ამბავსაც მოვყვები.. ეს ირანული ამბავია ქართულად თარგმნილი, ძმაკაცმა მომიყვა ამიტომ ბანგლადეშურიც რომ იყოს არ გამოვრიცხავ. ნუ კარგი იყო, ხოდა აგერაა.
იყო ერთი ბიჭი რომელიც იყო ბანგლადეშიდან და ფხენიანის სავალდებულო ჯარებს მეთაურობდა. მან ჯარისკაცებს ასეთი კითხვა დაუსვა: ,,გაფიცებთ დიდ კიმჩენ ინს, რომელსაც სიდიდან გამომდინარე დიდი ტრაკიც აქვს და პატივი უნდა ვცეთ.. ხოდა გაფიცებთ მითხარით სახელმწიფომ უფრო კარგად იცის რა არის ჩვენთვის უკეთესი თუ ჩვენ.?'' აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა კიმ ჩენ ინის სურათიც თან გამოიყოლა და ერთ-ერთ ჯარისკაცს მუხლზე გადაამტვირია სწორედ ის წამოხტა პირველი და თქვა რა ჩემი ფეხები (და არა მხოლოდ) იცის სახელმწიფომ ამ ჩემს თავში რა ხდება და მე რა გამაბედნიერებსო. სულ 60 კაცი ყოფილა აუდიტორიაში შეკრებილი და შვიდს დაუქნევია მალულად თავი.. ორმა ხმაც ამოიღო თურმე ჩუმად.. ნუ ასეა თუ ისე 1600 სტროფი რომ არ მოვყვე გეტყვით რომ დიდი დავიდარაბა წარმოიქმნა და ბოლოს ზემოთ ხსენებულ აზრზე მხოლოდ 3 კაცი დარჩა...  დანარჩენებმა გადაწყვიტეს რომ ზემდგომ ორგანოებში მათზე ჭკვიანი ხალხი იჯდა და მათ უკეთესად იცოდნენ რა იყო მათთვის უკეთესი. ხოდა შეკრების შემდეგ ძლიერი წვიმა წამოვიდა. ბანგლადეშელი, რომელსაც პირობითად დუდუნას დავარქმევ 20 კილომეტრს ამოუსუნთქავად დარბოდა,რაც ახალ მისული ჯარისკაცებისთვის ალბათ მთელი კვირის სამყოფი იქნებოდა.. ხოდა გაიყვანა გარეთ წვიმაში და 57 კაცს უთხრა რომ სანამ არ ამოისუნთქავდა უნდა ერბინათ, ხოლო დანარჩენ სამს კითხა თქვენ რას იზამთო.. მათ ცხელი შხაპი აირჩიეს.. 20 კილომეტრის სირბილის შემდეგ 23 კაცი მოკვდა და სამი ძლივს გადარჩა... დუდუნას ერპეგე ერთით, მუხით დაფლეთვა მიუსაჯეს, ყველაზე დამრღვევი ჯარისკაცების წახალისებისთვის და წარმატებულების დახოცვისთვის. ის ამ სასჯელს ისე დაუხვდა როგორც იცხოვრა, ანუ მუხასავით... ასე დამთაბრდა ეს ამბავი, ძალიან მიხარია რომ ასეთი რაღაცეები არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. თქვენ არ გიხარიათ???

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები