ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2019


ქარიშხლებისა

ის ქალი ვნახე წუხელ,
შენ რომ მიხსენე,
უნაკლო,
უმშვენიერესი ვინმე გამოდგა,
რა ტანი, რა ფეხი,
თმა თუ ტუჩები...

მასზე უკეთესს კაცი ალბათ ვერც ინატრებდა...

მაგრამ თვალებმა  უმტყუნეს
საბრალოს ალბათ,
არ არის „შენი ფერი“ მისი თვალები.
კიდევ  სილაღემ,
თავს უფლება თუ მისცა
შენი მრავალგზის ნათქვამის მერე ,
ყოფილიყო გახსნილი და თავისუფალი...

შენ კი შეშინდი,
მიუმსგავსე საუბარი ჩვიდმეტი წლისას
და დააბრალე
ჭიქაში ქარიშხალის ატეხვა,
თუმცა,
იმაზე მეტი საშინელება რა უნდა გეთქვა,
რომ საიდუმლო გამხელილი ჯობს და 
სიყვარული  არ შეგიძლია...

ან მას როგორ უნდა ემოქმედა
შენი სიტყვების საპირწონედ?
ჭიქაში ხომ მაინც უნდა აეტეხა ქარიშხალი?
ალბათ არ გაქვს პასუხი...

ახლა კი ნათლად შემიძლია დავინახო,
თუ როგორ დგახარ გულგაღეღილი
შუა მინდორში,
ხელში მოწყვეტილ ღიღილოს სრეს და
მზის სითბოთი და სიოს დაბერვით
აღელვებულ მინდვრით ნეტარებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები