დევ(კაც)ის სიყვარული
გაბრაზდა დევი, გაშმაგდა, სად გადამალეს მზევარდი. მოდის და ყვირის: – მიყვარდი! მიყვარხარ! სულ მეყვარები!
კლდეებს გაუდის ზანზარი, მდინარეები ტირიან, შემკავებელი არავინ არ არის, კარგად იციან.
ერთ კლდეს რომ წიხლი მიარტყა, გახეთქა, წყალმა იხუვლა, უწყლოდ დამშრალმა სოფელმა სიხარულისგან იმუხლა.
მოდის, გზა ჩახერგილია, ზვავმა ლოდები მოსხიპა, ეტაკა, მისწი–მოსწია, გზა გახსნა, მადლი მოისხა.
მოადგა გამყოფ მდინარეს, ხიდი რომ წყალმა წაიღო, ქარიშხლით ამოგლეჯილი მუხა ხიდივით გაიდო.
სევდის კოშკში ზის მზევარდი, არ მოსწონს არა ვაჟკაცი, გულს ირთობს ჟაკარდის ვარდით, ნაჩუქარია დევკაცის.
შეყვარებულმა დევმა კი ბრაზით სიკეთე აკეთა, რაც კი რამ გაფუჭებულა, გზადაგზა სულ შეაკეთა.
მოვიდა, რიხით იკითხა: – სად არის ჩემი მზევარდი! გაიგო ქალმა დევის ხმა, ნაწნავს ჩამოჰყვა ფეხმარდი.
გამოექანა, ჩაეფსკვნა, დევმა ჰაერში ააგდო, აათამაშა ბავშვივით, – რას მოვესწარი ამასო!
ქორწილი გადაიხადეს სოფელში, ტყეში, მინდორში. აახმაურეს მთა–ბარი, მაჟორში, განა მინორში.
ბედნიერები არიან, უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, ტყუპი შვილები ეყოლათ წათე და ურჩი მელანო.
მზია თვალაბეიშვილი განთავსდა 2019 წლის თებერვლის თვის თავფურცელზე.
დაწერილია /სავარაუდოდ/ 2014–ში
ლექსი დაიბეჭდა ლიტერატურულ კონკურს „მოდინახეს“ 2014–2015 წლების ფინალისტთა რჩეული ლექსების კრებულში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გმადლობთ, ფლორენცია. განსაკუთრებით საინტერესო სანახავი იქნება, როგორ ჩამოჰყვა ნაწნავს მზევარდი.
გმადლობთ, ფლორენცია. განსაკუთრებით საინტერესო სანახავი იქნება, როგორ ჩამოჰყვა ნაწნავს მზევარდი.
14. კარგია მზია. არ მქონდ აქამდე წაკითხული რა კარგი იქნებოდ ამის ილუსტრაცია. იქნებ მოვახერხოთ რამე :) კარგია მზია. არ მქონდ აქამდე წაკითხული რა კარგი იქნებოდ ამის ილუსტრაცია. იქნებ მოვახერხოთ რამე :)
13. :* ლამაზია :* ლამაზია
12. შეყვარებულმა დევმა კი ბრაზით სიკეთე აკეთა, რაც კი რამ გაფუჭებულა, გზადაგზა სულ შეაკეთა.
მშვენიერი საბავშვო დიდაქტიკური ლექსია.
შეყვარებულმა დევმა კი ბრაზით სიკეთე აკეთა, რაც კი რამ გაფუჭებულა, გზადაგზა სულ შეაკეთა.
მშვენიერი საბავშვო დიდაქტიკური ლექსია.
11. ელადა, ეს ლექსი ერთ დინამიურ რიტმშია დაწერილი. მხოლოდ მზევარდი რომ კოშკში ზის, ის ტაეპია სხვა რიტმში, რადგან იქ ერთგვარი უმოქმედობაა. დევმა რომ ჰაერში ააგდო, ეს სტროფი, თითქოს, ყველაზე სუსტია, მაგრამ ბავშვებს ძალიან ახალისებს. ლექსი ხომ ბავშვებისთვისაა დაწერილი, თუმცა დიდებისთვისაც სასიამოვნო ამბავია მოთხრობილი. ელადა, ეს ლექსი ერთ დინამიურ რიტმშია დაწერილი. მხოლოდ მზევარდი რომ კოშკში ზის, ის ტაეპია სხვა რიტმში, რადგან იქ ერთგვარი უმოქმედობაა. დევმა რომ ჰაერში ააგდო, ეს სტროფი, თითქოს, ყველაზე სუსტია, მაგრამ ბავშვებს ძალიან ახალისებს. ლექსი ხომ ბავშვებისთვისაა დაწერილი, თუმცა დიდებისთვისაც სასიამოვნო ამბავია მოთხრობილი.
10. ელადა, გმადლობთ, რომ თქვენი აზრი გამოთქვით. ჯერ ამ სახით იარსებებს, დრო რომ გავა, თუ სურვილი გამიჩნდება, იქნებ სხვა ვარიანტიც დავწერო. ელადა, გმადლობთ, რომ თქვენი აზრი გამოთქვით. ჯერ ამ სახით იარსებებს, დრო რომ გავა, თუ სურვილი გამიჩნდება, იქნებ სხვა ვარიანტიც დავწერო.
9. ვერ ვიტყვი რაკრაკებს, თუმცა თემა მზევდარის და დევკაცის სივარული მომეწონა, გამოექანა, ჩაეფსკვნაეს სტროფი გამოსახშირია და საერთოდ ხელია შესავლები. ვერ ვიტყვი რაკრაკებს, თუმცა თემა მზევდარის და დევკაცის სივარული მომეწონა, გამოექანა, ჩაეფსკვნაეს სტროფი გამოსახშირია და საერთოდ ხელია შესავლები.
8. გმადლობთ, სერგეი! გმადლობთ, სერგეი!
7. მშვენიალურია :) მშვენიალურია :)
6. ძალიან საყვარელი ლექსია. ძალიან საყვარელი ლექსია.
5. დედა აღარ ჩაეტია ლექსში :))) ალბათ, კომენტარი უნდა დავურთო :))) დედა აღარ ჩაეტია ლექსში :))) ალბათ, კომენტარი უნდა დავურთო :)))
4. მშვიდობიანი საღამო თქვენც, არ გაგიკვირდეთ რომ არ მომეწონა ეს ლექსი, მაგრამ წლებია ისეთი მითითებული პირველ კომენტარში, როცა ხოტბას ასხამდნენ ყველანაირად, ადრე საჩხერეში მცხოვრებ კაცს. ან ალეგორიაა ან იგავი, ან ალეგორია. ახლა რატომღაც აგინებენ (კაცს) დევი რო იყო დაავიწყდათ. ეს ყველაფერი ჰო... მაგრამ დევის დედა სადღაა (ლექსში) ? ეტყობა მოდინახეში იციან.
მშვიდობიანი საღამო თქვენც, არ გაგიკვირდეთ რომ არ მომეწონა ეს ლექსი, მაგრამ წლებია ისეთი მითითებული პირველ კომენტარში, როცა ხოტბას ასხამდნენ ყველანაირად, ადრე საჩხერეში მცხოვრებ კაცს. ან ალეგორიაა ან იგავი, ან ალეგორია. ახლა რატომღაც აგინებენ (კაცს) დევი რო იყო დაავიწყდათ. ეს ყველაფერი ჰო... მაგრამ დევის დედა სადღაა (ლექსში) ? ეტყობა მოდინახეში იციან.
3. საღამო მშვიდობისა, ნეფერტარ! დიახ, ჟაკარდის ვარდი, დევის დედის გაკეთებული. საღამო მშვიდობისა, ნეფერტარ! დიახ, ჟაკარდის ვარდი, დევის დედის გაკეთებული.
2. ეს დაიბეჭდა? :D ჟაკარდის ვარდი? :D... აფსუს ხეებო და ფურცლებო...
ეს დაიბეჭდა? :D ჟაკარდის ვარდი? :D... აფსუს ხეებო და ფურცლებო...
1. დაიბეჭდა ლიტერატურული კონკურსის „მოდინახეს“ 2014–2015 წლების ფინალისტთა ლექსების კრებულში. (ფინალში გავიდა ლექსი „გეიშა“. მასთან ერთად სხვა ლექსებიც დაიბეჭდა. ) დაიბეჭდა ლიტერატურული კონკურსის „მოდინახეს“ 2014–2015 წლების ფინალისტთა ლექსების კრებულში. (ფინალში გავიდა ლექსი „გეიშა“. მასთან ერთად სხვა ლექსებიც დაიბეჭდა. )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|