ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2019


ჩემი გზა

ცხოვრების კიბეს მივუყვებით,
ყველა თავისას.
მე ჩემს კიბეზე მოგიყვებით,
დავთვლი იარებს.
ვიცი, რომ ბევრი საფეხური ამოვიარე,
ჯერ ასკინკილით,
შემდეგ ხტუნვით ამოვირბინე,
მერე კი  ლაღად ავუყევი
ცხოვრების კიბეს,
საფეხურს მოჰყვა საფეხური,
ზოგზე შევფერხდი,
ზოგი ჩამიტყდა,
მოყანყალდა,
ამოყირავდა,
მაინც ჯიუტად მივიწევდი
მაღლა და ზევით.
უეცრად კიბემ თავბრუდამხვევ რკალში გამხვია
და ერთგან მყოფი
მე სულ სხვაგან აღმომაჩინა.
აქაც ვიარე და დღევანდელ საფეხურზე ვარ.
წინ კიდევ ბევრი საფეხურის
გავლა მომიწევს.
ზოგი –  ფერადი,
ზოგიც, ალბათ, რუხი იქნება,
ზოგიერთს დიდხანს შევრჩები და
ზოგს გამოვტოვებ,
ყველა ჩემია,
ვერცერთს დავთმობ,
სხვას ვერ გავუცვლი.
არ ვიცი, თქვენ თუ რამე გეცნოთ ...
როგორ იარეთ ...
მე მხოლოდ ჩემი გზები გამცნეთ,
გაგიზიარეთ ....


მზია თვალაბეიშვილი
დაწერილია 2018 წლის 3 აპრილს


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები