ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2019


* * *

თუ რამეს დავწერ, დღეს დავწერ შენზე,
რადგან მიყვარხარ, ასე მგონია.
როდესმე უნდა მოურჩეთ ლექსებს
არაფრის მთქმელი მელანქოლია.
აივსოს შენი სურნელით სივრცე,
გამოებეროს კვირტები ხეებს.
ჩემი თითები შენს სახეს მიწვდეს,
დღეს, ხვალ, ან თუნდაც
ოდენ წლის მერეც.
რაღა თქმა უნდა, მხოლოდ სიმართლე
უხდებათ ლექსებს - პოეტის მსაჯებს.
უბრალოდ დღემდე არ გამიმართლა,
გულგრილობისთვის კი დავისაჯე
ამ მარტოობით. ღამე ჩემია.
ღამე ყოველთვის თავისას ფიქრობს
და ვიცი, ახლა რა მირჩევნია.
"და აი, ცაში ავედი თითქოს."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები