სხვა გზა არ იყო, სადმე უნდა წავსულიყავი, წამოსვლის წინ კი ჩემმა ქმარმა დამხატა შვილით, მხატავდა ცრემლით, სიცილით და უზომო სევდით, ნახატს დაარქვა „თბილისელი მადონა ჩვილით“.
მე წამოვიღე ეს ნახატი და სულ თან დამაქვს, გამახსენდება განშორებას რა სევდა ახლდა, თვალსა და ხელს შუა დრო გამიქრა, ქმარი აღარ მყავს, შვილი უჩემოდ გაიზარდა, ვეღარ მცნობს ახლა.
მე, საცოდავი, დავტრიალებ ამ ბედკრულ ნახატს, შევყურებ, ვჯდები „მადონას“ წინ ხელებით ისე, თითქოსდა ჩემთან ,თბილისში ვარ, იქ, ჩემს ბინაში, და ამ მკლავებში ჩემი ბიჭი მიჭირავს ისევ ....
მზია თვალაბეიშვილი
დაწერილია 2016 წლის 15 მაისს
2017 წლის ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილი 2017“–ის საფინალო ლექსი, ამ წელს მე პოეზიაშიც(„მადონა ჩვილით“) და პროზაშიც(„გარდაბრუნება“) ფინალისტი ვიყავი. გამოიცა სამი წლის შემაჯამებელი კრებული. კრებულში ჩემი ნახატებიც შევიდა – ფარშევანგი და მზესუმზირები. სამწუხაროდ, ამ ლექსის კონკურსზე გაგზავნისას შემეშალა და ორი–სამი ვარიანტიდან ყველაზე სუსტი გამიგზავნია. ეს ცდომილება სულ ბოლოს აღმოვაჩინე, როდესაც კონკურსის გვერდზე ფინალისტების ნაწარმოებები გამოქვეყნდა და კრებულიც უკვე დაბეჭდილი იყო. რაღას ვიზამდი? აქ მომეცა გამოსწორების საშუალება..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. უკაცრავად, მისანო, თქვენ რომ არ გიწვევენ კონკურსების ჟიურის წევრად და გულდაწყვეტილი ხართ. ვერაფრით დაგეხმარებით.
უკაცრავად, მისანო, თქვენ რომ არ გიწვევენ კონკურსების ჟიურის წევრად და გულდაწყვეტილი ხართ. ვერაფრით დაგეხმარებით.
14. დიახ, „ურაკპარაკის“ წევრების ქულებით გასული ნაწარმოებების სახელწოდებები არ ჩანს, მხოლოდ ავტორების ვინაობა. სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემაა.
დიახ, „ურაკპარაკის“ წევრების ქულებით გასული ნაწარმოებების სახელწოდებები არ ჩანს, მხოლოდ ავტორების ვინაობა. სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემაა.
13. მაპატიეთ, უბრალოდ არ ვიცი სად დავაკომენტარო და აქ ავირჩიე. მთავარ გვერდზე გასული ნაწარმოებები არ ჩანს? თუ მეჩვენება ? რა ხდება ურაკპარაკზე?? მაპატიეთ, უბრალოდ არ ვიცი სად დავაკომენტარო და აქ ავირჩიე. მთავარ გვერდზე გასული ნაწარმოებები არ ჩანს? თუ მეჩვენება ? რა ხდება ურაკპარაკზე??
12. კარგია, რომ დაკმაყოფილდით :))) ენერგია გჭირდებოდათ. ეს დღე ბედნიერად შეგიძლიათ გაატაროთ. თქვენი მადლიც მოვისხი.
კარგია, რომ დაკმაყოფილდით :))) ენერგია გჭირდებოდათ. ეს დღე ბედნიერად შეგიძლიათ გაატაროთ. თქვენი მადლიც მოვისხი.
11. )) ძალიან დაბალი რანგის ლექსია და უბრალოდ დამაინტერესა ვინ იყვნენ ჟიურის წევრები ეგ არის და ეგ პკპკ
)) ძალიან დაბალი რანგის ლექსია და უბრალოდ დამაინტერესა ვინ იყვნენ ჟიურის წევრები ეგ არის და ეგ პკპკ
10. რომლებსაც უცებ მიხვდით და გაიღიმეთ. თემა ამოწურულია.
რომლებსაც უცებ მიხვდით და გაიღიმეთ. თემა ამოწურულია.
9. )რომელი ხრიკები ქნ. მზია იქნებ დაკონკრეტდეთ? )რომელი ხრიკები ქნ. მზია იქნებ დაკონკრეტდეთ?
8. თქვენი ირონიული ღიმილი და კითხვები მე დადებითად განმაწყობს, ე.ი. რაღაცამ აგაწრიალათ. ჟიურის წევრების ვინაობა არ ვიცი. უბრალოდ გეტყვით. ჩემთან ეს ხრიკები არ გაგივათ.
თქვენი ირონიული ღიმილი და კითხვები მე დადებითად განმაწყობს, ე.ი. რაღაცამ აგაწრიალათ. ჟიურის წევრების ვინაობა არ ვიცი. უბრალოდ გეტყვით. ჩემთან ეს ხრიკები არ გაგივათ.
7. ჟიურის წევრებს ხომ ვერ გვეტყოდით უკაცრავად ჟიურის წევრებს ხომ ვერ გვეტყოდით უკაცრავად
5. მუხას დაუსწრია ჩემი სათქმელის თქმა!!!
5 მუხას დაუსწრია ჩემი სათქმელის თქმა!!!
5
4. „ემიგრანტის წერილი 2017“–ის საფინალო ლექსი, ლამაზად არიის გადმოცემული ტკივილი და ემოცია რაც ემიგრანტობას თან სდევს. „ემიგრანტის წერილი 2017“–ის საფინალო ლექსი, ლამაზად არიის გადმოცემული ტკივილი და ემოცია რაც ემიგრანტობას თან სდევს.
3. მეც ძალიან მომეწონა,-მთავარი აზრი და იდეა; ეს ლექსი იმ სურათივითაა, რომელიც ინახავს ძველ მოუშუშებელ იარებს :) უბრალოდ მგონია რომ ჩემი კომენტარი ვერ შეაფასებს სათანადოდ :) მეც ძალიან მომეწონა,-მთავარი აზრი და იდეა; ეს ლექსი იმ სურათივითაა, რომელიც ინახავს ძველ მოუშუშებელ იარებს :) უბრალოდ მგონია რომ ჩემი კომენტარი ვერ შეაფასებს სათანადოდ :)
2. ძალიან მომეწონა 5! ძალიან მომეწონა 5!
1. რა უნდა დავწერო, უკვე ათასჯერ შეფასებული და მოწონებულია :) -მიჭირს ასეთ შემთხვევაში აზრის გამოთქმა. რა უნდა დავწერო, უკვე ათასჯერ შეფასებული და მოწონებულია :) -მიჭირს ასეთ შემთხვევაში აზრის გამოთქმა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|