ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2021


გეიშა /ეძღვნება ყველაზე ცნობილ გეიშას – მინეკო ივასაკის/

( იაპონურ-ლირიულ ტალღაზე )
                        ეძღვნება მინეკო ივასაკის
         


გეიშა –
ურცხვი, უმანკოდ მორცხვი,
ფერუმარილით გათხუპნული,
ფეხზე ხის ქოშით ...
ყურ– სიფრიფანა,
თვალთა ალმაცერ ჭრილით,
კიმონოს ჩიტად  მოფრინავს და,
სულ არ ადარდებს ნისლი.

ოკეანესთან ეს უცხო ჩიტი
ფლირტს წამოიწყებს  ნელა,
და ოკეანეც აიწყვეტს ტალღებს,
ვეღარ იოკებს ვნებას.                                                   

მოუთმენელი სამურაი
მუდამ ჯიუტი, ხისტი
ელის სიტკბოს და ჰოი! შენიშნა ...
გამოჩნდა ქალი  ბინდში.
მოირწევა და მოდის გეიშა ...
მორცხვი, ურცხვი და ბილწი.



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2014 წლის 1 მაისს


2014 წლის აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „მოდინახეს“ ფინალში გასული და ფონდ „მოდინახეს“ სიმპათიის პირველი პრიზის მფლობელი ლექსი, დაბეჭდილია ამავე კონკურსის ორი წლის ფინალისტთა შემაჯამებელ კრებულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები