ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: თარგმანი
18 ნოემბერი, 2022


გაზაფხული /ალექსეი პლეშჩეევი/

გაზაფხული

რუ მორაკრაკებს, საზრდოობს თოვლით
და გაზაფხული აღებს ჩემს სარკმელს,
ყელს მოიღერებს ბულბული თრთოლვით,
ტყე შემოირტყამს ფოთლების სარტყელს.
ცა გაცისკროვნდა და გაქათქათდა,
მზე მიალერსებს საამოდ გამთბარს,
შეწყდა თარეში თავკერძა ქართა,
დიდი ხნით გაჰყვნენ ისინი ზამთარს.



მთარგმნელი - მზია თვალაბეიშვილი

ამ თარგმანმა გაიმარჯვა მთარგმნელთა კლუბში ჩატარებულ კონკურსში. წარმოდგენილი იყო 10 თარგმანი.
2017 წელს გამოიცა „პოეტური თარგმანის ანთოლოგია“, მთარგმნელთა კლუბის რუბრიკით შესულია ჩემი ორი თარგმანი - ერთ-ერთი ეს თარგმანია.

განთავსდა 2022 წლის ნოემბრის თვის თავფურცელზე.


Алексей Николаевич Плещеев
(1825-1893)

Весна
Уж тает снег, бегут ручьи,
В окно повеяло весною…
Засвищут скоро соловьи,
И лес оденется листвою!
Чиста небесная лазурь,
Теплей и ярче солнце стало,
Пора метелей злых и бурь
Опять надолго миновала…






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები